ბოლო პერიოდში ცნობილი მსახიობის გიორგი ყიფშიძის მესამე ოჯახის დანგრევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მით უმეტეს, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი აქტიურად ჩნდება საზოგადოების წინაშე და ერთმანეთის მიმართ ბრალდებებსაც არ იშურებს.
ამჯერად ენი გასიევა გამოჩნდა ია ფარულავას კონვერტში და ისაუბრა ყიფშიძეების სახლიდან წასვლის მიზეზებზე. მისი მონათხრობის თანახმად, გახმაურებული "ოუფენ ეარის" წინ გიორგი ე.წ. შამანების სამდღიან რიტუალზე წავიდა, თავად კი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ოუფენ ეარზე წასვლა მეგობრებთან ერთად. მისი მონათხრობის თანახმად, კოსმო დედას დაუტოვა, მეორე კი, ლუნა, დააძინა და დაძინებული დაუტოვა დედამთილს...
შემდეგ გავრცელდა ცნობილი ფოტოები ოპენ ეარიდან, ბრალდებები ქმრის და მულის მხრიდან და წამოსვლა სახლიდან...