დღეს მსოფლიოში სილამაზის კულტი მეფობს, რომელიც ყველაზე მეტად გავლენას თინეიჯერი გოგონების ფსიქიკაზე ახდენს და როგორც წესი, ხშირად იწვევს მათ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებას. როგორ დავეხმაროთ გოგონებს თვითშეფასების ამაღლებასა და საკუთარი თავის შეყვარებაში?
მოზარდობა სტრესული პერიოდია. მოგეხსენებათ, ეს ორგანიზმში ყველაზე ძლიერი ჰორმონალური ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს. მოზარდს ხშირად უჭირს თავის ფიქრებთან და გრძნობებთან გამკლავება - ახასიათებს გაღიზიანება, უსარგებლობის განცდა, საკუთარი გარეგნობის უარყოფა.
თინეიჯერები, როგორც წესი, მიდრეკილნი არიან ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, იპოვონ თავიანთი ნაკლოვანებები, გაზვიადონ ისინი და დაუნდობელი დასკვნები გამოიტანონ. სტატისტიკის მიხედვით, 12-დან 18 წლამდე გოგონების მესამედი კატეგორიულად უკმაყოფილოა თავიანთი გარეგნობით. ზოგჯერ კი ეს ფსიქიკური აშლილობაში – დისმორფიაში (საკუთარი გარეგნობის პათოლოგიური უარყოფა) გადადის.
მოზარდები თავშეკავებული ადამიანები არიან და ყოველთვის არ საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე. ამიტომ, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება შემდეგ ცვლილებებს:
თუ ამ სიმპტომებიდან რამდენიმე დამახასიათებელია თქვენი თინეიჯერი ქალიშვილისთვის, საუკეთესო, რაც შეგიძლიათ მისთვის გააკეთოთ, სპეციალისტთან ვიზიტია. დასაწყისისთვის - ფსიქოლოგთან და დეპრესიის ნიშნებით - კარგ ფსიქოთერაპევტთან.
საბედნიეროდ, მოზარდების კომპლექსების უმეტესი ნაწილი სპეციალისტების დახმარების გარეშეც დაძლევადია. თუმცა პრევენცია სასურველია კრიტიკულ ასაკის დადგომამდე, რომ მომწიფების პერიოდში დაწყებულ გარეგნულ ცვლილებებს გოგონა უკვე თავდაჯერებული შეხვდეს.
გირჩევთ, გოგონა ადრეულ ასაკაშივე შეიყვანოთ სპორტზე, რადგან სპორტით დაკავებულ გოგონებს კომპლექსები ნაკლებად აწუხებთ.
ხშირად, დედები და მამები, მათდაუნებურად აძლევენ ბიძგს გოგონების გარეგნობისადმი კრიტიკულ განწყობას. მაგალითად, როცა ოჯახში სხვისი გარეგნობის განხილვა და გაკრიტიკება ჩვეულებრივი ამბავია. ან როცა მშობლები ადრეული ასაკიდან ეუბნებიან ქალიშვილს, რომ მას სახის არასწორი ნაკვთები აქვს, არასაკმარისად სქელი თმა, ან გარეგნობით ადარებენ დედმამიშვილებსა და წინაპრებს. ეს ყველაფერი აიძულებს გოგონას უფრო კარგად დააკვირდეს თავს სარკეში. ერთი სიტყვით, სხვის აზრზე დამოკიდებულს და კომპლექსებისკენ მიდრეკილი ხდება.
რა თქმა უნდა, გოგონებს უნდა ასწავლოთ გარეგნობაზე ზრუნვა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ამ საკითხში გადააჭარბონ.
მაშინაც კი, თუ დრო გამოგეპარათ და თქვენი გოგონა უკვე შეპყრობილია გარეგნობის წარმოსახვითი ან რეალური ხარვეზებით, ეს არ არის დანებების მიზეზი! არ უნდა დავუშვათ, რომ გარეგნობის კომპლექსმა პირად ცხოვრებაზე ცუდი გავლენა იქონიოს. მან უნდა შეიყვაროს საკუთარი თავი და თავისი ფასიც უნდა იცოდეს
როგორ დაეხმაროთ:
1. იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით ქალიშვილთან ერთად.
დაკავდით სპორტით - ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ ამაღლებს სხეულის ტონუსს და დადებითად მოქმედებს განწყობაზე, არამედ საშუალებას გაძლევთ უკეთ იგრძნოთ თქვენი სხეული, ისწავლოთ მისი შესაძლებლობები და, შესაბამისად, შექმნათ მისი სიყვარულის წინაპირობები. გარდა ამისა, ერთობლივი აქტივობები კიდევ უფრო დაახლოებაში დაგეხმარებათ, თუ, რა თქმა უნდა, ორივეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.გადაერთეთ ჯანსაღ კვებაზე. უარი თქვით ფუნთუშებზე, მაღალკალორიულ საკვებზე, შემწვარ საკვებზე, შებოლილ ხორცზე და სხვა მავნე ნივთებზე, რომლებიც ამძიმებს სხეულისა და კანის პრობლემებს.
2. იყავი მაგალითი ქალიშვილისთვის
ეცადეთ, კარგად გამოიყურებოდეთ, მაგრამ არ აქციოთ თავის მოვლა თვითმიზნად. იყავით თვითირონიის და გარეგნობისადმი ფხიზელი დამოკიდებულების მოდელი. გულწრფელად მოუყევით გოგონას საკუთარი თინეიჯერული კომპლექსების, უპასუხო სიყვარულების და სხვა გამოცდილების და მარცხების შესახებ, რათა მან გაიგოს: ეს არ არის სამყაროს დასასრული.
3. აუმაღლე თავდაჯერება
ყველა ღონე იხმარე, რომ გოგონამ გააცნობიეროს, რომ ის კეთილი და მშვენიერია, რომ აუცილებლად გაიზრდება მიმზიდველ გოგოდ და ბედნიერი იქნება, რადგან გჯერა მისი. გაამახვილეთ ყურადღება იმ დადებით თვისებებზე, რაც მას გააჩნია და მკაცრად ურჩიეთ, არ დაკარგოს საკუთარი თავი და სიკეთე, რაც მასშია.
4. დაეხმარეთ თქვენს ქალიშვილს საკუთარი სტილის პოვნაში.
თუ წინააღმდეგი არ არის, საყიდლებზე გაჰყევით, დაეხმარეთ რჩევებით ტანსაცმლის არჩევისას, რომელიც ხაზს გაუსვამს ფიგურის ღირსებას და ხარვეზებს დამალავს, მაგრამ თავს არ მოახვიოთ თქვენი აზრი. დაეხმარეთ მას სტილისტის პოვნაში, საჭიროების შემთხვევაში წაიყვანეთ კოსმეტოლოგთან, ეპილაციაზე ან ორთოდონტთან. ნუ უგულებელყოფთ პრობლემებს, თუ ისინი ნამდვილად არსებობს, მოძებნეთ მათი გადაჭრის გზები.
5. განუვითარეთ სწორი ჩვევები
დაეხმარეთ გოგონას კარგი აღნაგობის, სიარულის კარგი მანერების ჩამოყალიბებაში. მიაჩვიეთ, აკონტროლოს ინტონაცია, იყოს ყოველთვის მოწესრიგებული. შეეცადეთ დაარწმუნოთ იგი, რომ ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაკიაჟის და კარგი სელფის გადაღების უნარი.
აუხსენით მას სიტყვა "ღირსების" მნიშვნელობა, რომ დღევანდელ პოპულარობაზე ბიჭებს შორის გაცილებით მნიშვნელოვანია „შენი“ მამაკაცის შეხვედრა მოგვიანებით, როცა ოჯახის შექმნის დრო დადგება. და ამისთვის, სასურველია, ღირსეული ადამიანი იყოს.