ნუკი კოშკელიშვილი დედას, ეკატერინე ბალხამიშვილს 55 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ულოცავს. ნუკის დედის ფოტოებს და ვიდეოებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, რადგან მშვენივრად გამოიყურება და ქალიშვილებს დებივით უდგას გვერდით ფოტოებზე.
ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა პერიოდულად თბილისში ჩამოდის ხოლმე და აქაურ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. ამჟამადაც საქართველოში იმყოფება.