"12 წელია, სცენაზე არ მითამაშია. ჩემს გულს, გონებას, ჩემს სულს თურმე არაფერი დავიწყნია", - ამბობს მსახიობი ანა ტყებუჩავა. ემოციურად როგორი იყო დაბრუნება თეატრში, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც უდიდეს ძალას აძლევენ, ვინ არის მისთვის ნინა ("ჩემი ცოლის დაქალები"), შეუქმნიათ თუ არა ბარიერები და როგორია მისი წარმატების ფორმულა? - ამ ყველაფერზე ანა ტყებუჩავა თავად გვესაუბრა.
- არსებობენ იღბლიანი ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში, პროფესიაში ხშირად უმართლებთ. მე ძალიან ბევრი შრომის შედეგად მიმართლებს. შრომა კი ნამდვილად არ მეზარება, ოღონდ იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარს და მსიამოვნებს, ხოლო რაც არ მიყვარს, იმ საქმის კეთება მანგრევს, ასეთი რაღაცების არ კეთება ვისწავლე.
- პირველი ნაბიჯები შორიდან ძალიან გულისამაჩუყებელია, ამ დროს ყველაზე მეტად შენი პროფესიისადმი დამოკიდებულება ფასდება. საწყის ეტაპზე იმის თქმა, რომ ნიჭიერი მსახიობია, ძალიან რთულია. სწორი ნაბიჯებით უნდა დაიწყო, უნდა იყო ძალიან თამამი, მაგრამ არა - უზრდელი, გამბედაობა უნდა საჯაროდ რაღაცების კარგად (თუ ცუდად) კეთებას; უნდა იცოდე, რომ შეიძლება ძალიან ცოტაჯერ გამოგივიდეს ის, რაც ჩაიფიქრე, მაგრამ ასეთია ეს პროფესია, ემოციურია.
"ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებას რომ ვიწყებდით, შიშის მომენტი არ მქონია. ვიცოდი, ვინ აკეთებდა, რას აკეთებდა, თან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, თავადაც საქმეს მოწყურებული და მონატრებული ვიყავი. განწყობაც ისეთი გვქონდა, რომ უნდა გვეკეთებინა ჩვენი საქმე კარგად. არავის არაფერს ვუმტკიცებდით და დღემდე ასე გრძელდება. ვთვლი, რომ ადამიანებს შეცდომების დაშვების არ უნდა გვეშინოდეს.
- ამ გზაზე იმდენი გულისტკენა გხვდება ადამიანს, იმდენჯერ მოკვდები და აღდგები, ისეთ ჯოჯოხეთს გამოივლი, რომ... როგორც სპექტაკლში თამაშისას, ასევე გადაღების დროს ძალიან მაღალ ემოციებთან გაქვს საქმე. არ ფიქრობ, რომ რაღაცები არსებობს და ეს შენ შეგეხება; არიან ადამიანები, ვისაც შენი სჯერა და ამ დროს ადვილი შესაძლებელია, საერთოდ არაფერიც არ გამოგივიდეს, იმედი გაუცრუო, ვიღაცამ აქტიურობით გადაგიაროს. ამ პროფესიაში ალბათ ჩემი მისდამი დამოკიდებულებამ და შრომისმოყვარეობამ გადამარჩინა.
- როგორ არ მქონია.
- მეგობრები, ოჯახის წევრები. როცა ვამბობდი, - მორჩა, ამისგან არაფერი არ გამოვა-მეთქი, მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, - ახლა სხვა ტალღაზე ხარ, შენ მეტი შეგიძლია, მსგავს ფიქრებს რატომ უშვებო? ჩემს ჯგუფელ ნესტან ჩარკვიანს ისეთი ფრაზები უთქვამს, შემდეგი მთელი ჩემი ცხოვრება რომ შეუცვლია. როცა ხედავ, ვიღაც შენში ბოლომდე დარწმუნებულია, ეს უდიდესი ძალის მომცემია. მაშიკო ბოჯგუა არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, მან უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. თამუნა პეტრიაშვილი და ნინი ჩანთაძე არიან ადამიანები, რომლებმაც სახლიდან ხელჩაქნეული გამოსული უკან მიმაბრუნეს. მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტიდან მირეკავდნენ და უარზე ვიყავი. მეგობრებმა მითხრეს, მიბრუნდი და ტელეფონს უპასუხეო (მაშინ სახლის ტელეფონებზე რეკავდნენ). არ შემიძლია არ აღვნიშნო მეუღლისა და შვილების მხარდაჭერა. ახლახან გორში სპექტაკლი მქონდა. მეუღლემ მითხრა: - ანა, შენ სცენაზე თამაში იმდენად გინდოდა, ჩვენ შენი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებთ, წადი და საქმეს მიხედეო. პრემიერის წინა 10 დღე გორში გადავედი საცხოვრებლად. მანამდე ჩემს შვილს ვეუბნებოდი, - დედა, ძალიან ვნერვიულობ. შეცდომის დაშვების არ მეშინია, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემს თავში კიდევ ერთხელ ვიპოვო ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სცენაზე საკუთარი ადგილი იპოვოს-მეთქი. ბავშვმა მითხრა: - დე, რატომ ნერვიულობ? იქნებ თავიდანვე ტაში დაგიკრანო. ეს სიტყვები იმდენად ალალად მითხრა, დავფიქრდი, ხომ შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო, ცუდზე რატომ ვფიქრობდი? მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, მშობლების, ძმის. მარტივი არ არის გყავდეს ოჯახის წევრი, რომელიც საჯაროა, რომელმაც შეიძლება ითამაშოს თამამ სცენაში, რაც შეიძლება შენთვის ცოტათი მიუღებელი იყოს, მაგრამ ძალიან სწორად მოაზროვნე ოჯახში დავიბადე, გამიმართლა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გაუბედავი და მშიშარა ვარ. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სხვადასხვა დროს მითხრეს, ახლა შებრუნდი და შენი საქმე გააკეთეო, მათ შექმნეს ჩემი კარიერა. ჩემს ცხოვრებაში ნანუკა ხუსკივაძე რომ არ ყოფილიყო, ალბათ მე, როგორც მსახიობი, ვერასდროს შევდგებოდი. პროფესიული ანბანი და რაღაცების სწორად დალაგება ანატოლი ლობოვმა მასწავლა. განაგრძეთ კითხვა