ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა პატარა ნინას დედაა და სულ მალე, კიდევ ერთ შვილს ელოდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია. ის და კახა კაშია ნინას ძიძასთან ერთად ზრდიან და საკმაოდ დიდ დროს ატარებენ პატარასთან. ნანუკა ხშირად ამბობს, რომ მის ქალიშვილს საუკეთესო მამა ჰყავს.
მომავალი ბავშვის სქესი ცნობილი არ არის, თუმცა ფოტოებიდან ჩანს, რომ ნანუკა მალე გახდება ორი შვილის დედა.