წერტილოვანი მასაჟის საიდუმლოებები დიდებისა და პატარებისთვის - მშობლები

წერტილოვანი მასაჟის საიდუმლოებები დიდებისა და პატარებისთვის

2014-09-14 16:45:41+04:00

დაიზილეთ ეს წერტილები და ებრძოლეთ გაციებას, მოიხსენით თავის ტკივილი, უძილობა, ზედმეტი წონაც კი... წერტილოვანი მასაჟი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ბოლო დროს ამ მეთოდს ბევრი აღიარებს. ის ამაღლებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს, ბრონქების, ყელის, ცხვირის ლორწოვანი გარსის დაცვით თვისებებს. გაციების დროს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად რეკომენდებულია წერტილოვანი მასაჟი და თვითმასაჟი, განსაკუთრებით მკერდისა და სახის მიდამოებში, რაც მნიშვნელოვანი რეგულატორია შინაგანი ორგანოების ქმედუნარიანობისთვის.

თვითმასაჟის დაწყება რეკომენდებულია 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებთან, რადგან ამ ასაკამდე ბავშვები დამოუკიდებლად ვერ ორიენტირდებიან საკუთარ სხეულზე.

mshoblebi

mshoblebi

წერტილოვანი მასაჟი უფროსებისთვის

ხელებსა და ფეხებზე იპოვეთ ეს წერტილები და მათზე მასაჟისებური მოძრაობები გააკეთეთ შესაბამისი პრობლემის დროს. წერტილოვანი მასაჟის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ძალიან ეფექტურია.

mshoblebi