როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა - 7 წესი, რომლის შესრულებაც ნებისმიერ მშობელს შეუძლია - მშობლები

როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა - 7 წესი, რომლის შესრულებაც ნებისმიერ მშობელს შეუძლია

2023-08-07 09:18:16+04:00

თანამედროვე ბავშვებს ბევრი მიზეზი აქვთ თვითშეფასების დაქვეითებისა და თავდაჯერებულობის დაკარგვისთვის - როგორც სკოლაში, ასევე თანაკლასელებთან ურთიერთობისას, მშობლებისგან თუ სოციალური ქსელებისგან. დიდწილად მშობლებზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ბავშვის შინაგანი ფსიქოლოგიური განწყობა, ჰარმონია საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილის თვითშეფასება დაბალია.

ქება და ქათინაურები

ეს არ უნდა იყოს გარეგნობის ქება, არამედ აქცენტი ბავშვის დადებით პიროვნულ თვისებებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი სასიამოვნო, თვითშეფასების გამაძლიერებელი სიტყვები ნებისმიერ დროს (მაგრამ, რა თქმა უნდა, ზომიერად)უნდა უთხრათ. რეგულარულად შეახსენეთ ბავშვს მისი პოტენციალი, რა შეუძლია და რა გამოსდის უკეთ.

თანატოლივით საუბარი

ესაუბრეთ სერიოზულ თემებზე, მაგრამ არა როგორც უფროსი, არამედ როგორც თანატოლი თანამოსაუბრის აზრისადმი პატივისცემისა და ინტერესის გამოხატვით. ჰკითხეთ, როგორ ადამიანად თვლის თავს, რით ამაყობს საკუთარ თავში და რითაც არ ამაყობს დიდად. ჰკითხეთ მისი აზრი სხვა ადამიანებზე და სხვადასხვა სიტუაციებზე, აჩვენეთ, რომ ის ძალიან ძვირფასია თქვენთვის.

შეეცადეთ იყოთ რაც შეიძლება გულწრფელი თქვენს შვილთან.

განიხილეთ მასთან ყველა მისი შეხედულება. ეს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. დაუსვით თქვენს შვილს მეტი შეკითხვა და აჩვენეთ, რომ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ ბავშვის ცხოვრების ყველა დეტალი, რაც მის ცხოვრებაში ხდება სახლში თუ მის გარეთ.

მშობლებთან ღია და სანდო ურთიერთობა ბავშვებს უსაფრთხოების განცდას, ძლიერი ზურგის განცდას აძლევს, - უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მშობლები ყოველთვის მის გვერდით იქნებიან, დაეხმარებიან და დაიცვან.

დააფასეთ მისი წვლილი

ძალიან ადრეული ასაკიდან აღნიშნეთ, როგორ დაგეხმარათ ბავშვი, რა გააკეთა ოჯახის საერთო კეთილდღეობისთვის. მაგალითად, შეაქეთ იგი ხმამაღლა, რომ დაგეხმარათ მაღაზიაში საყიდლების არჩევაში, გარეცხილი ნივთების დახარისხებაში და ა.შ. უმნიშვნელო დახმარებაც კი მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ამაღლებს თვითშეფასებას და ავითარებს დამოუკიდებლობის გრძნობას.

გაახსენეთ მიღწევები

როდესაც მიღწევებზე და მის წარმატებებზე ხშირად ესაუბრებით, თქვენს შვილს აძლევთ საშუალებას,, დააფასოს საკუთარი შესაძლებლობები. ბავშვებს, როგორც წესი, სურთ მშობლებზე შთაბეჭდილების მოხდენა, რათა იამაყონ მათით. და როცა მართლა ასე რეაგირებ, შეუმჩნეველი არ რჩება.

იზეიმეთ უმცირესი წარმატებაც კი

როდესაც თქვენ ამაყობთ მისით, ის ამაყობს საკუთარი თავით. მნიშვნელოვანია ბავშვს შეახსენოთ მისი მიღწევები, რათა არასოდეს დაივიწყოს, რომ ბევრი რამ შეუძლია.

ჰკითხეთ ოცნებებსა და მიზნებზე

როდესაც თქვენ ნამდვილ ინტერესს ავლენთ ბავშვის ჰობის, სურვილების, გატაცებების მიმართ, ის ხვდება, რომ მისთვის სასიამოვნო საქმიანობა მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის სიხარული, ის სიამოვნება და ბედნიერების განცდა, რაც მათ მოაქვთ.

ხშირად ჰკითხეთ, რა მიზნები აქვს, რისი მიღწევა სურს, რაზე ოცნებობს.

ეს მას დაეხმარება, რომმ უფრო თავდაჯერებული გახდეს, რადგან როცა მიზანი გარკვეულია, უფრო ადვილი მისაღწევია. და თუ თქვენ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხართ, მისი თავდაჯერებულობაც ძალიან მოიმატებს.

„არასოდეს მისცე შენიშვნა სხვების თანდასწრებით - ეს მის თვითშეფასებას დაანგრევს“- როგორ აღვზარდოთ შვილები? თიკა სვანიძე-ვენკოს 5 პრინციპი
გადავდოთ ყველა საქმე და შვილს მოვუსმინოთ... ბავშვებს, რომლებსაც მშობლები მცირე ასაკიდანვე აძლევენ არჩევანის და საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობას, უფრო მაღალი თვითშეფასება და აკადემიური მოსწრება აქვთ
ბავშვი რომ უფრო თავდაჯერებული გახდეს - 10 საჭირო რჩევა მშობლებს, ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად
ბავშვები, რომელთა ოჯახებში ასეთი ტრადიციაა, უფრო ლაღები იზრდებიან და მაღალი თვითშეფასება აქვთ
რატომ უქვეითდება ბავშვს თვითშეფასება და რამდენად ხშირად არის ეს მშობლის ბრალი - მიზეზები და გამოსავალი