არსებობს ორი ცნება: გადახურება (სხეულის გამოფიტვა ზედმეტი სიცხისგან) და სითბური დარტყმა. ორივე მდგომარეობა თითქოს მსგავსია, მაგრამ სიმპტომების სიმძიმესა და შედეგებში დიდი განსხვავებებაა.
სიმპტომები, რომლებიც შესაძლებელია გადახურებამ გამოიწვიოს:
- ტემპერატურის მატება 38 გრადუსამდე;
- კანის გაცივება სიცხის მიუხედავად;
- ჭიანჭველების მსგავსი ჟრუანტელი ტანში;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა, სისუსტე გაბრუებამდე;
- ოფლიანობა;
- წყურვილი;
- გაღიზიანებადობა;
- გულისრევა და/ან ღებინება.
სითბური დარტყმის სიმპტომები:
- სხეულის მაღალი ტემპერატურა - 40 გრადუსამდე;
- ოფლიანობის ნაკლებობა;
- დაბნეულობა, დეზორიენტაცია;
- კანი ცხელი, მშრალი, წითელი;
- გულისრევა, ღებინება, დიარეა;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- კრთომა, კანკალი
ყველაზე ხშირად, ჯერ სხეულის გადახურება ხდება, ხოლო თუ დროულად არ მიიღეთ ზომები, მას სითბური დარტყმა მოჰყვება ბევრად უფრო უსიამოვნო და სერიოზული შედეგებით.
ეს მდგომარეობები არ უნდა აგვერიოს მზის ალერგიაში, რომელიც ძირითადად კანის გამონაყარით, ზოგჯერ ქავილით ვლინდება, მაგრამ ზემოთ აღწერილი სხეულის რეაქციები არ ახასიათებს. თუ ბავშვს აქვს ალერგია მზეზე, აუცილებელია სასწრაფოდ გადაიყვანოთ ჩრდილში, გრილ ოთახში, მიეცით ანტიჰისტამინი და კანი პანთენოლის შემცველი კრემებით დაუმშვიდეთ.
რომელი ბავშვები არიან ყველაზე მგრძნობიარენი სიცხის მიმართ?
ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები ძლიერ სიცხეში უფროსების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რადგან მათთვის სითბური დარტყმის შედეგები შეიძლება უფრო მძიმე იყოს.
მსუქანი ბავშვები, რომლებსაც უკვე აქვთ მზის დამწვრობა სხეულზე, ან რომლებიც ამჟამად ავად არიან, სითბური დარტყმის გაზრდილი რისკი აქვთ.
ჩვილები ორ წლამდე. თერმორეგულაციაზე პასუხისმგებელი სისტემები ჯერ კიდევ განუვითარებელია. მცირეწლოვან ბავშვებში ამ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს სწრაფი სუნთქვა და ლეტარგიაც კი.
როგორ დავიცვათ ბავშვი გადახურებისგან
- დაალევინეთ მეტი წყალი. ნებისმიერი ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს ბოთლი წყალი და მშობლები ვალდებულნი არიან გააკონტროლონ სმის რეჟიმი.
- ცხელ ამინდში სასეირნოდ აირჩიეთ მსუბუქი, თავისუფალი ბამბის ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს კანს მზისგან.
- პერიოდულად დაისვენეთ ბავშვი გრილ სივრცეში.
- წაუსვით მზისგან დამცავი საშუალება ბავშვის სხეულის ყველა დაუცველ ადგილას, ხელახლა წაუსვით წყალში შესვლის შემდეგ ან ყოველ 2 საათში ერთხელ.
- დაგეგმეთ გასეირნება დილით (12:00 საათამდე) ან საღამოს (17:00 საათის შემდეგ). თუ სიცხეში ბავშვთან ერთად აღმოჩნდებით ქუჩაში, არ მისცეთ მას აქტიური თამაშების უფლება. უკიდურეს შემთხვევაში მიეცით მეტი წყალი და დარწმუნდით, რომ ბავშვი პერიოდულად ისვენებს ჩრდილში.
უნდა გვახსოვდეს, რომ სითბური დარტყმის მიღება მოღრუბლულ ამინდშიც შესაძლებელია და ჩრდილშიც, თუ ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალია. იგივე მდგომარეობა ხდება ცხელ, არავენტილაციურ ოთახებში.
პირველი დახმარება გადახურების დროს
- დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ოთახში მომდევნო 24 საათის განმავლობაში. სხეულის გაგრილებაში დაგეხმარებათ:
- გრილი შხაპი ან აბაზანა;
- ყინული მთავარ სისხლძარღვებზე
- ცივი წყლით დაზელვა.
- დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბავშვი გრილი წყლით და ელექტროლიტებით უზრუნველყოთ. შეგიძლიათ მისცეთ იბუპროფენი ასაკობრივი დოზით. სასურველია ბავშვმა წოლითი რეჟიმის დაიცვას.
- თუ ბავშვს აქვს კრუნჩხვები, კრიტიკული ტემპერატურა, დაბნეულობა, კანი ცხელი და წითელია, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.