ითვლება, რომ ადამინის სახელს მის ცხოვრებაზე, სამომავლო წარმატებასა და განვითარებაზე განსაკუთრებული როლი აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მშობლები ამ საკითხს დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდონ. ისინი აღნიშნავენ, რომ წელიწადის სხვადასხვა დრო ბავშვებს განსხვავებულ ენერგიას ანიჭებს და სამომავლო პერსპექტივას უჩვენებს. დღეს გეტყვით 5 სახელის შესახებ, რომლებიც შემოდგომაზე დაბადებულ გოგონებს უნდა დაარქვათ, თუ გსურთ, რომ ისინი სამომავლოდ წარმატებული და ბედნიერი ადამიანები გახდნენ:
ელენე
ბერძნულად ეს სახელი "ნათელს", "კაშკაშას" ნიშნავს. ითვლება, რომ ამ სახელის მქონე ადამიანები მთელ მსოფლიოს იპყრობენ, ყველას ყურადღებას იქცევენ და კარიერაშიც აღწევენ წარმატებას. ეს ადამიანები სიახლეებისთვის მზად არიან, ყოველთვის აფართოებენ ჰორიზონტებს, არ ეშინიათ დაბრკოლებების და დასახულ მიზნებს მარტივად აღწევენ.
ანა
ითვლება, რომ ამ სახელის მქონე ადამიანები განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევიან, საკმაოდ ემოციური და წინდახედული ადამიანები არიან. არასოდეს ეშლებათ სხვისი ცნობა და იციან, ვის უნდა ენდონ და ვის - არა. საოცარად ერთგული ადამიანები არიან, მტკიცე ნებისყოფა აქვთ და შეუძლიათ, ყველა სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიონ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ და ოცნებები დამოუკიდებლად აისრულონ.
ნატალია
ამ სახელის მქონე ქალებს დიდი ნებისყოფა აქვთ, ბრმად არასდროს ენდობიან ადამიანებს და თანდაყოლილი ინტუიციის წყალობით, მარტივად ახერხებენ ირგვლივმყოფების "გაცხრილვას". საოცარი ლიდერები არიან, ზუსტად იციან, რა სურთ. თუმცა, პირად ცხოვრებაში, კომპრომისებზე წასვლა ხშირად არ შეუძლიათ და ეს პრობლემებს უქმნით.
ლიზი
ანალიტიკური აზროვნების, სხარტი გონების ადამიანები - ასე ახასიათებენ ქალებს, რომლებსაც ლიზი ჰქვიათ. ისინი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და სულ უნდათ, რაღაც ახალი აღმოაჩინონ. შესაძლოა, გარეგნულად მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალისა და ნიჭის პატრონები არიან. კრიტიკულ მომენტებს საოცრად უმკლავდებიან და შეუძლიათ, სიმშვიდე გამოიჩინონ. შრომისმოყვარეობისა და სიმტკიცის გამო, ისინი კარიერაში დიდ წარმატებას აღწევენ და აღიარებას იმსახურებენ.
სოფია
მათ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. გაწონასწორებული ადამიანები არიან და ყოველთვის ახერხებენ, შექმნილი დაბრკოლებებიდან არასტანდარტული გზებით, უმტკივნეულოდ გამოვიდნენ. ძალიან ყურადღებიანი ქალები არიან, ვერ იტანენ ორპირობასა და აფერისტობას და ნამდვილ ადამიანებს აფასებენ. კარგი ცოდნისა და ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებას ახერხებენ, ამიტომაც მათთან რჩევების მისაღებად ხშირად მიდიან.