ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე 70 წლის გახდა. იუბილეს ოჯახური ფოტოებით და ემოციური ტექსტით ულოცავს შვილიშვილი - ნატალია ყიფშიძე:
"გილოცავ 70 წლის იუბილეს, ჩემო მეორე ნაწილო! ვისზეც მაქვს სწორება, ვისთანაც ვიზიარებ ჩემს მთელ პლეილისტს, რომელიც ისეთივე ტიპიური ლომია, როგორც მე. მადლობა სამყაროს, რომ მაქვს პატივი, ვიყო შენი შვილიშვილი. მიყვარხარ უფრო მეტად, ვიდრე The Beatles-ი".
პოსტს ახლავს სახალისო ოჯახური ფოტოები.