ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ადამიანმა სითბური დარტყმა მიიღო და ცუდადაა:
- სითბური დარტყმის დროს გონებრივი სტატუსი მკვეთრად შეცვლილია. ამ მდგომარეობაში შეიძლება დაიწყოს როგორც ტვინის, ასევე თირკმლის, გულის, ფილტვის, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა და მათ ვერ იფუნქციონირონ ისე, როგორც ნორმალურ პირობებში ფუნქციონირებენ. ორგანიზმის ტემპერატურა ხანდახან 40 გრადუსამდე ადის. ეს საგანგაშო მდგომარეობაა. თუკი გარეთ, ბუნებაში ვართ, პირსახოცი, ტანსაცმელი დავასველოთ, დავუნიავოთ, რომ სიგრილე წამოვიდეს. სველი და ცივი საფენების დადება, წყლის ბოთლების ავსება და ყელის, საფეთქლისა და საზარდულის სისხლძარღვებზე განთავსება მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი გონებაზეა, წყლის დალევა საფრთხეს წარმოადგენს. შეიძლება წყალი პირში ჩავუღვაროთ, მაგრამ ვერ გადაყლაპოს და გადასცდეს. პაციენტი აუცილებლად უნდა იწვეს გვერდზე და არა ზურგზე იმიტომ, რომ წყლისა და ნერწყვის გადაცდენა არ მოხდეს. თუ გონებაზეა და ვცდილობთ, რომ წყალი დავალევინოთ, დავრწმუნდეთ, რომ ყლაპავს. პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს.