ჟერარდ პიკეს შაკირას გულშემატკივრებმა ბარში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს, მომღერლის სახელს გაიძახოდნენ, შემდეგ კი მისი სიმღერები ჩაურთეს - მშობლები

ჟერარდ პიკეს შაკირას გულშემატკივრებმა ბარში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს, მომღერლის სახელს გაიძახოდნენ, შემდეგ კი მისი სიმღერები ჩაურთეს

2023-08-11 13:02:38+04:00

ჟერარდ პიკე ბარსელონას ცნობილ ღამის კლუბში შაკირას თაყვანისმცემლებმა კვლავ შეავიწროვეს. როდესაც ყოფილი ფეხბურთელი კლუბში გამოჩნდა და მიკროფონი აიღო ხელში, რომ იქ შეკრებილებისათვის მიემართა, ასობით ადამიანმა შაკირას სახელის დაძახება დაიწყო. შემდეგ კი პიკეს მომღერლის ჰიტები ჩაურთეს და მოასმენინეს. ამის შესახებ გამოცემა HOLA! წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, შაკირას ფანების საქციელით გაბრაზებულმა პიკემ დამსწრეებს მიმართა: "რა ხდება? მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, თქვენ არავინ", რამაც გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტად ააღელვა. აღსანიშნავია, რომ პიკე კლუბში საკუთარი საფეხბურთო ლიგის ღონისძიებას აღნიშნავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟერარდ პიკე და შაკირა ერთ წელზე მეტია, ერთმანეთს დაშორდნენ, მომღერლის თაყვანისმცემლები პიკეს მაინც ყველგან უხერხულობას უქმნიან. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. დაშორების მიზეზად კი შაკირამ პიკეს მხრიდან ღალატი დაასახელა.

იხილეთ ვიდეო