მსახიობ ზვიად დოლიძის შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეა - "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს. რას გვეტყვის ახალ როლზე, რა ვერ გაბედა დღემდე, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ ძალად და სისუსტედ, რა აკარგვინებს კონტროლს საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ...1977 წლის 29 ივლისი.
- ...მსახიობი. ბავშვობაში ქართული კინო ძალიან მიყვარდა. 90-იან წლებში, კინო უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე თეატრი, რადგან ტელევიზორში გადიოდა, მოგვიანებით კი ამ პროფესიის სიყვარულში თეატრმა სულ სხვა სურნელი შემოიტანა.
- ...ამბიციურიაო, ამ დროს ასეთი ნამდვილად არ ვარ. ასე ალბათ ვიზუალიდან გამომდინარე ფიქრობენ. ქართულ კინოში, სადაც მითამაშია, უმეტესად მკაცრ, ბოროტ პერსონაჟებს ვასახიერებ. როგორც ჩანს, ხშირად უნდა გავიღიმო.
- ისინი ამბობენ, რომ ძალიან მომთხოვნი ვარ.
- მაქსიმალისტი ვარ მეგობრობაში, ურთიერთობებში, ოჯახში, გულწრფელობაში... ბოლომდე ვიხარჯები და მათი მხრიდანაც მაქსიმალურს ვითხოვ. ბავშვები ჯერ პატარები არიან და ჩემი მოწესრიგებულობა და სურვილი მათი მოწესრიგებული ცხოვრებისა, თავიდან ბოლომდე მათთვის ჯერჯერობით მიუღებელია. ეს მე კარგად მესმის, ამიტომ ბოლომდე არ "ვაწვები".
- ...იმაზე კარგ განათლებას მივიღებდი, ვიდრე მაქვს. მინდა ჩემი შვილების თამადობით, ეს ყველა ახალგაზრდამ კარგად გაიგოს და გაითვალისწინოს. ახლა მე რომ რამდენიმე უცხო ენა ვიცოდე, გაცილებით მეტი შანსი მექნებოდა ჩემი პროფესიის სრულყოფის, საკუთარი თავის რეალიზების. ჩემთვის ახალი ნაცნობობა და მეგობრობა ყოველთვის ახლის ძიებასთანაა კავშირში. აქედან გამომდინარე, უცხო ენების ფლობით ახალი სამყაროს გაცნობას შევძლებდი.
- ...შეიძლება ჩაითვალოს თეატრში (რუსთავის საბავშვო საყმაწვილო თეატრი) პირველად მისვლა; შეიძლება ჩაითვალოს, რუსთავის დრამატულ თეატრში მისვლა ან წარმატებები კინოში... პირველი წარმატება პროფესიული კუთხით, რამდენიმე ეტაპად იყოფა. პროფესიის მიღმა მიღწეულ არც ერთ შედეგს და არანაირ თანამდებობას წარმატებად არ ვთვლი, მაგრამ წარმატებად ვთვლი წაკითხულ ლექსს, რომელსაც ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს. ქართველებს ნიჭიერების აღიარება, დალაიქება ხომ გვიჭირს (მეც ხომ ქართველი ვარ და ზუსტად ვიცი). როცა ლექსს 14 000 ადამიანი იწონებს და აღიარებს, რომ ჩემ მიერ გაკეთებული 2-წუთიანი საქმე იმდენად მოეწონა, რომ გადააბიჯა ამ ხასიათს, ეს იმას ნიშნავს, გაცილებით უკეთ წამიკითხავს, ვიდრე თავად მგონია. ეს წარმატებებია ზუსტად, რაც მსახიობს ამ პროფესიაში აძლებინებს.
- ...სამი ანგელოზი შვილი მყავს, მათთვის ცხოვრებაში ყველაფერს გავაკეთებ და უფალს ვთხოვ, რამე ისეთის გაკეთებამ არ მომიწიოს, რაც არ მინდა.
- ...ბოროტი არ ვარ.
- ...ბოროტი არ ვარ, მაგრამ შემიძლია გავბოროტდე.
- რა თქმა უნდა. როცა ადამიანს გონება ოდნავ მაინც უჭრის და საქმის, მოვლენის, მის მიმართ ქცევების, ფლიდობის, უმადურობის ანალიზის გაკეთება შეუძლია, მანდ დიდი რისკია იმისა, რომ ადამიანი გაბოროტდეს. ყველა ადამიანში არის კარგი და ცუდი, გააჩნია, შენ წინ რომელს წამოსწევ. ყოველთვის ვცდილობ, თვითკრიტიკული ვიყო. არ ვამბობ, რომ სხვებზე კარგი ვარ. ძალიან ჩვეულებრივი გახლავართ. არ მინდა ის შინაგანი ძალა, რომელიც ადამიანებში არსებობს, ბოროტებას მოხმარდეს, რადგან მაშინ ჩემს ცხოვრებას ფასი დაეკარგება და ასე ფასდაკარგული ცხოვრება კი ნამდვილად არ მინდა.
- ...ბევრი რამ. შექსპირს აქვს ნათქვამი და ხშირად მახსენდება: "არ ვარგებულა მეტისმეტი გულმოდგინება".
- ...ის ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ქცევა საპატიებელია, თუმცა ამას დროს სჭირდება. განაგრძეთ კითხვა