სამეფო ოჯახებისა და მათი შვილების ცხოვრება შორიდან ჯადოსნურად გამოიყურება. თუმცა მშობლებსა და შვილებს შორის აქაც ის მარადიული პრობლემები ტრიალებს, რაც ჩვეულებრივი მშობლების ყოველდღიურობაში. სამეფო ოჯახების ცხოვრების მკვლევარები ყველა დეტალს და განცხადებას ყურადღებით სწავლობენ, რისი საშუალებითაც მათ გამოავლინეს ქეით მიდლტონის მიდგომები შვილების აღზრდის პროცესში.
აი, რა პრინციპებით ზრდიან პრონცი უილიამი და ქეით მიდლტონი სამეფო მემკვიდრეებს.
სამეფო წყვილი შვილებს თავს არ ახვევს საკუთარ გემოვნებასა და შეხედულებებს. მაგალითად, 2020 წელს უილიამს ჰკითხეს, არის თუ არა ჯორჯი ასტონ ვილას ისეთივე გულშემატკივარი, როგორც თავად. "არა, ჩვენ არ ვცდილობთ დავარწმუნოთ ის, რომ ვილას ფანი გახდეს. მან თავად უნდა აირჩიოს და იპოვოს ის, რაც შეეფერება“, - უპასუხა უილიამმა.
ქეითს სისტემატურად დაჰყავდა ბავშვები დედოფლის სანახავად. ასევე ხშირად სტუმრობს თავის მშობლებს კეროლ და მაიკლ მიდლტონებს, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ და ბავშვები ხშირად რჩებიან მათთან. სწორედ ბებია და ბაბუა იტოვებს ჯორჯს, შარლოტასა და ლუისს, როდესაც მშობლები სამეფო საქმეების გამო მიემგზავრებიან და ან ძალიან დაკავებული არიან.
ერთ დღეს, ღია ღონისძიების დროს, ქეითს ფანი მიუახლოვდა, სახელად ჯანეტ ემერი. იგი თბილად მოეხვია ჰერცოგინიას და მანაც ასე უპასუხა. "ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია,ამას ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები." - თქვა მიდლტონმა. "
დიახ, სამეფო ოჯახიც კი იყენებს ეკრანს ბავშვების დასაწყნარებლად და ეს ძირითადად ხანგრძლივი ფრენების დროს ხდება. 2018 წელს ოჯახმა განაცხადა, რომ პრინც ჯორჯს პეპა გოჭი უყვარს და უხარია, რომ მშობლებსაც მოსწონთ ეს მულტფილმი. „უნდა აჩვენო, რომ მართლა გაინტერესებს. მაგალითად, ჯორჯი ძალიან ნერვიულობს, თუ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ მის საყვერელ გმირებს“, - განმარტა უილიამმა.
2018 წელს ქეითმა ბავშვთა ჰოსპისის კვირეულის მხარდასაჭერად ღია წერილი გამოაქვეყნა. მან აღიარა, რომ ძალიან უყვარდა მშობლებთან ერთად სეირნობა და ბავშვებთან ერთად ქუჩაში თამაში.
„ერთად დროის გატარება სუფთა ჰაერზე ოჯახური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია და როგორც დედა, ნამდვილად ვაფასებ ეზოში თამაშებს“, - აღნიშნა ქალმა.
ქეით მიდლტონს და მის შვილებს სისუფთავე ყოველთვის არ ადარდებთ. უფრო მეტიც, ეს მისაღებია არა მხოლოდ ეზოში თამაშის დროს, არამედ საოჯახო საქმეებისასაც. მაგალითად, მომავალი დედოფალი ხშირად ამზადებს სადილს შვილებთან ერთად. რამდენიმე წლის წინ, ლანსტონში სტუმრობისას, ქეითმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეების მიერ გამომცხვარი ბრაუნი დააგემოვნა. მან შეაქო ცომეული და დასძინა: „როცა ჯორჯთან ერთად სახლში ვაცხობ შოკოლადს, ყველგან სიროფია მისხმული. ასეთ არეულობა აწყობს ჯორჯი."
როგორც აღმოჩნდა, ქეითის შვილებს პიცის ცხობაც უყვართ: “ძალიან უყვართ ეს პროცესი, რადგან ყურებამდე ფქვილში არიან", - ხუმრობს ქეითი.
შინაური ცხოველების ყოლა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბევრი ფასდაუდებელი რელიქვიაა, რაც შეიძლება ცხოველმა გააფუჭოს. ჯერ კიდევ ჯორჯის დაბადებამდე უილიამმა და ქეითმა ძაღლი ლუპო იშვილეს, ინგლისური კოკერ სპანიელი. ის ოჯახის სრულფასოვანი წევრია და მრავალ ოჯახურ ფოტოზეა აღბეჭდილი. კიდევ ერთი შინაური ცხოველია ზაზუნა, სახელად მარვინი. პრინცესა შარლოტა გიჟდება მასზე.
კემბრიჯელები ამბობენ, რომ სხვა ოთხფეხა მეგობრებიც ეყოლებათ. ოჯახს ზოგადად ძალიან უყვარს ცხოველები და ქეითმა, როგორც ჩანს, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის მათთან ურთიერთობა.
ჰერცოგი წყვილი შვილებთან ხმას არასდროს უწევს - ეს ურყევი წესია. მით უმეტეს, საუბარიც ზედმეტია ფიზიკური დასჯაზე, ეს არც კი განიხილება. წყვილთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მშობლებს ცელქი ბავშვი ცალკე ოთახში გაჰყავთ. აქვთ „მოსალაპარაკებელი ტახტი“, სადაც ქეითი ან უილიამი შვილებთან ერთად განიხილავენ დამნაშავის საქციელს.
„ბავშვსა და მშობელს შორის დიალოგი, რომელსაც ქეითი და უილიამი მიმართავენ, საშუალებას აძლევს ბავშვს გამოხატოს თავისი გრძნობები, ხოლო მშობელმა ახსნას, რა გააკეთა ბავშვმა და რატომ არის ეს არასწორი. კემბრიჯელები მტკიცედ უძლებენ ბავშვებისგან ცუდად მოქცევას და არასოდეს უწევენ ხმას“, - ამბობს ოჯახთან დაახლოვებული პირი, რომელმაც დასძინა, რომ ბავშვები ზოგჯერ ძალიან ველურად იქცევიან და ყველაფერს ძირს ყრიან.
ქეითი და უილიამი ბავშვებს სოციალურ ქსელებს აშორებენ და თავმდაბლობას ასწავლიან.
„ისინი ბავშვებს ასწავლიან ღირსეულად მოქცევას, რომ არ იტრაბახონ თავიანთი პოზიციით და არ გაუჩნდეთ უპირატესობის კომპლექსი. ასე რომ, ჯორჯი, შარლოტა და ლუი თავიანთ თანატოლებს კეთილგანწყობილად და თანასწორად ექცევიან. მიუხედავად იმისა, რომ აქვთ რაღაც სხვებზე მეტი და სატრაბახო", - განუცხადა US Weekly-ს ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.