რა კითხვები უნდა დაუსვათ ძიძას, სანამ მას ბავშვს ჩააბარებთ - იდეალური ძიძის შესარჩევი კითხვარი ექსპერტისგან - მშობლები

რა კითხვები უნდა დაუსვათ ძიძას, სანამ მას ბავშვს ჩააბარებთ - იდეალური ძიძის შესარჩევი კითხვარი ექსპერტისგან

2023-08-17 12:26:37+04:00

ძიძების დაქირავების ექსპერტი კირსტი უაილდი გირჩევთ, რომ სანამ ძიძობის კანდიდატს ბავშვს მიანდობთ, ეს 8 კითხვა დაუსვათ და წინასწარ დაიზღვიოთ თავი კონფლიქტებისგან.

1. რას მოიმოქმედებთ, თუ ჩემმა შვილმა სეირნობისას სხვა ბავშვს უკბინა?

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინის საკითხებში ძიძამ მშობლების მიდგომა შეინარჩუნოს. როგორი რეაქცია ექნება ძიძას, თუ თქვენი შვილი პარკში სხვა ბავშვს აწყენინებს, სათამაშოების თხოვებაზე უარს იტყვის ან საშინაო დავალებას არ წერს? პასუხი უნდა შეესაბამებოდეს იმას, თუ თავად როგორ გაუმკლავდებოდით სიტუაციას. რაც მთავარია, გამოსავალი სამართლიანი და გონივრული უნდა იყოს.

2. დასვენების და შვებულების დღეებზე რა გეგმები გაქვთ?

ბევრი ოჯახი ფიქრობს, რომ ძიძა აუცილებლად მათი დასვენების გეგმებს მოერგება. ეს გონივრულია, მაგრამ თქვენი გეგმების შესახებ მანაც უნდა იცოდეს. ასევე შეთანხმდით, მას როდის უნდა დასვენება. ყველაფერი მოლაპარაკების საგანია, უბრალოდ წინასწარაა ამაზე საუბარი საჭირო. ეს არის კომპრომისი, რომელიც ერთად უნდა შეიმუშაოთ.

3. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ბავშვის მოვლის ძირითადი პრინციპები?

მშობლების მსგავსად, ძიძებს განსხვავებული მიდგომები აქვთ. ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ, პარკებში, მოედნებზე და სპორტულ მოედნებზე. სხვები ბავშვებს კულინარიით, ხატვით, საბავშვო წიგნებითა და ჟურნალებით, მუსიკით ართობენ. შეესაბამება თუ არა თქვენი ძიძის ინტერესები თქვენი შვილების ინტერესებს? აქ არ არის „სწორი“ ვარიანტი, თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ძიძა, რომელიც უფრო შეეფერება თქვენი ოჯახის ცხოვრების წესს.

4. ხანდახან იმუშავებთ ზეგანაკვეთურად და სამსახურში დაუგეგმავად მოხვალთ?

ფორსმაჟორი სამსახურში ან გადაუდებელი გამგზავრება, სადაც ბავშვს ვერ წაიყვანთ ნებისმიერი ოჯახის პრობლემაა. ძიძის მზადყოფნა, დარჩეს უფრო მეტ ხანს ან ზოგჯერ თქვენთან დასვენების დღეს მოვიდეს, მის რეზიუმეში ნიშანდობლივია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ანაზღაურებადია და ამაზეც წინასწარ უნდა შეთანხმდეთ.

5. რას ფიქრობთ ბავშვებისთვის ეკრანთან გატარებულ დროზე?

ჯანმო-ს განცხადებით, ერთ წლამდე ბავშვებს საერთოდ არ უნდა ჩაურთონ მულტფილმები და მით უმეტეს, სმარტფონი. 2-დან 5 წლამდე ბავშვებმა არ უნდა გაატარონ დღეში ერთ საათზე მეტი ეკრანის წინ. დანარჩენ დროს რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა. პასუხიდან გამომდინარე, მიხვდებით, მზად არის თუ არა ძიძა აქტიურად ითამაშოს ბავშვთან ერთად, თუ მისი გართობის მხოლოდ პასიური ფორმები ურჩევნია.

6. შეგიძლიათ გაიხსენოთ რთული სიტუაციის მაგალითი, რომლის მოგვარებაც მოახერხეთ?

ნებისმიერმა დედას გამოუცდია სტრესული მომენტები და როგორ უმკლავდება მათ ადამიანი. ვარიანტები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს: ცელქ ბავშვთან კომუნიკაცია და ძილის რეჟიმის ან ქოთანზე მიჩვევა.

7. მოუმზადებთ ბავშვს საჭმელს?

ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: როგორ გეგმავს ძიძა ბავშვების კვებას, როცა სახლში არ ხართ. შესაძლოა, ის დათანხმდეს მისთვის წვნიანის ან ფაფის მომზადებას ან მზა საკვების დატოვება მოგიწევთ. სხვათა შორის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა შეათანხმოთ: რა უნდა ჭამოს თავად ძიძამ მთელი დღის განმავლობაში.

8. შეძლებთ დამატებითი საოჯახო საქმის შესრულებას?

ბევრ დედას უნდა, რომ სანამ ბავშვს დღის განმავლობაში სძინავს, ძიძა სახლის საქმეებში დაეხმაროს - მაგალითად, დაალაგოს ბავშვების ოთახი. ან სეირნობიდან დაბრუნებულმა გზაში პროდუქტები გამოიყოლოს. თუ თანახმაა ამ საქმის შესრულებაზე, დამატებით უნდა გადაუხადოთ ან მოლაპარაკებების პერიოდში მისი მოვალეობის ნაწილად წინასწარვე დააფიქსიროთ.