სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ 41 წლის ბრიტნი სპირსი და 29 წლის ბოდიბილდერი და მოდელი სემ ასგარი შორდებიან. როგორც გაირკვა, ბრიტნიმ ქმარს ერთ-ერთ შინამოსამსახურესთან უღალატა კალიფორნიაში, მათ სახლში და ასგარს აქვს ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი. გარდა ამისა, ბრიტნის, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ჰიპერსექსუალიზირებულ მდგომარეობაშია, თანამშრომელს სთხოვდა, მისთვის შიშველს გადაეღო ფოტოები.
წყვილის ერთობლივი ცხოვრების სხვა დეტალებმაც გამოჟონა. ასგარის დაუჩივლია, რომ მის ცოლს საკმაოდ არამყარი ფსიქიკა აქვს და მისი ქცევები არ მოსწონდა. ბრიტნი მასზეც ხშირად სწევდა ხელს და დაცვის სამსახურს უწევდა ჩარევა. ერთხელ მძინარე ქმარს დაესხა თავს და თვალი ჩაულურჯა.
ასგარის ასევე აშფოთებდა მთელ სახლში მიმობნეული საკმაოდ დიდი ოდენობის დანები. მომღერალს ერთგვარი პარანოია აქვს, რომ შეიძლება ვინმე დაესხას თავს და ყველგან დებს დანებს თავის დასაცავად. სინამდვილეში, თავად გაცილებით საშიშია, ხშირად გამოდის მდგომარეობიდან და ასგარი გამუდმებით დაძაბული იყო მის გვერდით.
როგორც ახლობლები ამბობენ, თავიდან ასგარის ეგონა, რომ უშველიდა ბრიტნის, თუმცა ქორწინებიდან 13 თვის შემდეგ აღიარა, რომ ვერც შველის და თავადაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. მან უკვე შეიტანა განცხადება განქორწინებაზე და თუ მომღერალი უარს ეტყვის განქორწინებაზე, ახლობლები ამბობენ, რომ ასგარი იმუქრება საკმაოდ ინტიმური და უხერხული ინფორმაციის გასაჯაროებით.
წყვილს საქორწინო კონტრაქტიც აქვს შედგენილი, რომლის მიხედვით ქორწინების ყოველი ორი წლის შემდეგ ასგარს 1 მლნ დოლარი ეკუთვნოდა, თუმცა ორი კი არა, ერთი წელი ძლივს გაძლო ბრიტნის გვერდით. ასე რომ, ახლა რას მიიღებს განქორწინებიდან, უცნობია. თავის დროზე, მან უარი თქვა კალიფორნიის სახლის წილზეც და ბრიტნის სიმღერებზე უფლებებზეც.
თავად ასგარიმ ინსტაგრამზე დაწერა: "6-წლიანი სიყვარულისა და ერთგულების შემდეგ, გადავწყვიტეთ დავასრულოთ ეს ერთობლივი მოგზაურობა. ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას შევინარჩუნებთ და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".
ბრიტნი და სემი 2016 წლიდან არიან ერთად, მას მერ, რაც კლიპის გადაღებაზე გაიცნეს ერთმანეთი. შარშან ზაფხულში იქორწინეს. ბრიტნისთვის ეს მესამე ქორწინება იყო: მანამდე ერთი თვე იყო ჟურნალისტ ჯეისონ ალექსანდრის ცოლი, მერე კი კევინ ფედერლაინს გაჰყვა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. მათ მამა ზრდის და დედასთან არ აქვთ ურთიერთობა.