ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებით ამ შეკითხვებს, რომლებიც ზოგად განათლებას მოითხოვს.
1. რომელ ქვეყანას უწოდებენ ხოლმე "ათასი ტბის მხარეს"?
- ა) ნორვეგიას
- ბ) ფინეთს
- გ) ირლანდიას
2. სად მდებარეობს დიდი კანიონი?
- ა) არიზონაში
- ბ) ნევადაში
- გ) კალიფორნიაში
3. ცნობილი საოპერო მომღერლებიდან რომელი არ არის ესპანელი?
- ა) პლასიდო დომინგო
- ბ) ანდრია ბოჩელი
- გ) ხოსე კარერასი
4. რომელი ქალაქი მდებარეობს ყველაზე მაღლა ზღვის დონიდან?
- ა) კიტო (ეკვადორი)
- ბ) ლა-პასი (ბოლივია)
- გ) ლხასა (ტიბეტი)
5. რომელია სამყაროში ყველაზე მეტად გავრცელებული ქიმიური ელემენტი?
- ა) ჟანგბადი
- ბ) აზოტი
- გ) წყალბადი
6. მეცნიერებას სინათლის შესახებ ეწოდება:
- ა) ასტროფიზიკა
- ბ) ოპტიკა
- გ) ობსერვატორია
7. ვის ეკუთვნის სიტყვები: "მთელი სამყარო თეატრია!"
ა) ოსკარ უაილდს
ბ) უილიამ შექსპირს
გ) ჰომეროსს
8. რომელ მატერიკზეა აკრძალული 2048 წლამდე ნებისმიერი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება?
- ა) ავსტრალიაში
- ბ) სამხრეთ ამერიკაში
- გ) ანტარქტიდაზე
9. რომელმა მხატვარმა გაითქვა სახელი საბალეტო სცენებისა და ბალერინების ხატვით?
- ა) ვინსენტ ვან გოგმა
- ბ) ედგარ დეგამ
- გ) ოგიუსტ რენუარმა
10. რა ფერისაა საქორწილო კაბა ჩინეთში?
- ა) თეთრი
- ბ) ყვითელი
- გ) წითელი
პასუხები
- ფინეთში 180 ათასზე მეტი ტბაა.
- დიდი კანიონი არიზონაშია, "გრანდ კანიონის" ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. კანიონის სიგრძე 446 კმ-ა.
- ანდრია ბოჩელი ცნობილი იტალიელი უსინათლო მომღერალია.
- ლა-პასი 3500 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან და მსოფლიოში ყველაზე მაღლა განთავსებულ დედაქალაქად მიიჩნევა.
- წყალბადი ყველაზე მსუბუქი და ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია სამყაროში. აღინიშნება H ნიშნით და ნომერი პირველია მენდელეევის ცხრილში.
- ოპტიკა ფიზიკის განშტოებაა, რომელიც შეისწავლის სინათლის თვისებებს.
- "მთელი სამყარო თეატრია და ჩვენ ყველანი მის სცენაზე ვმსახიობობთ – ქალიც და კაციც" - ეს უილიამ შექსპირის ცნობილი ფრაზაა.
- 1991 წელს გარემოს დაცვის პროტოკოლის მიხედვით ანტარქტიდაზე აიკრძალა რესურსების მოპოვება 2048 წლამდე. ასე შენარჩუნდება კონტინენტი პირვანდელი სახით.
- ბალეტი დეგას საყვარელი თემა იყო და დეგას ბალერინები საყოველთაოდ ცნობილია.
- ისტორიულად წითელი იყო ჩინეთში საქორწილო კაბის ფერი. ჩინეთში ჩვენთვის ჩვეული თეთრი გლოვასთან ასოცირდება, ხოლო წითელი - ბედნიერებასთან და წარმატებასთან.