მას მერე, რაც ერთმანეთს დაშორდა ცნობილი წყვილი, ბრედ პიტმა თითქოს დრო უკან დააბრუნა და გაახალგაზრდავება დაიწყო. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო კარგად გამოიყურება, სულ უფრო კარგ ხასიათზეა და მსოფლიოს ყველაზე სასურველ მამაკაცებს შორისაც მუდმივად მოიხსენიებენ.
ანჯელინა ჯოლის რაც შეეხება, მასზე ხშირად აღნიშნავდნენ, რომ განქორწინების შემდეგ უფრო გახდა, მოუმატა საყვარელი შავი სამოსის ტარებას და ბედნიერი ღიმილიც იშვიათად ჩნდებოდა მის სახეზე. თუმცა ბოლო პერიოდში აშკარად მისკენაც ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, სულ უფრო ხშირად ხედავენ ელეგანტურად შემოსილს და სახეც უღიმის.
ცნობილია, რომ ბოლო ნახევარ წელიწადში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტი დატოვა და გადაწყვიტა, ორგანიზაციის მიღმა გააგრძელოს იმ ხალხზე ზრუნვა, ვისაც ეს სჭირდება. გარდა ამისა, მშვიდობიანად გადაწყდა მასა და ბრედ პიტს შორის განხეთქილების ვაშლად ქცეული ღვინის ბიზნესის საქმე. ენჯი გათავისუფლდა ვალდებულებებისგან, სასამართლოებისგან და მეტი დრო დარჩა შვილებისთვის და საყვარელი საქმისთვის. ცნობილია, რომ ბროდვეიზე მიუზიკლის დადგმას გეგმავს, პროდიუსერიც გახდა დადგმისა "გარიყულები" და თანაც, პროექტს მარტო კი არ გაუძღვება, ასისტენტად 15 წლის ქალიშვილი ვივიენი დანიშნა, უმცროსი, ტყუპისცალი.
ამბობენ, რომ სწორედ ვივიენმა უბიძგა დედას, აეღო ეს პროექტი, რადგან გოგონას ძალიან უყვარს თეატრი და ყოველთვის უნდოდა, დედას ამ სფეროსთან შეხება ჰქონოდა.
"ვივი ძალიან მაგონებს დედაჩემს, ყოველთვის კონცენტრირებულია არა იმაზე, რომ ყურადღების ცენტრში იყოს, არამედ სხვა შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერისთვის არის მზად. ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვს თეატრთან და გულმოდგინედ მუშაობს, რომ უკეთ გაიგოს ყველაფერი და საკუთარი წვლილი შეიტანოს", - ამბობს ანჯელინა.