ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილთან ერთად საქართველოში ისვენებს - "გარშემო ყველა ჩემს პირად ოპერატორს ეპრანჭება..." - მშობლები

ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილთან ერთად საქართველოში ისვენებს - "გარშემო ყველა ჩემს პირად ოპერატორს ეპრანჭება..."

2023-08-20 18:44:41+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ფაქტობრივად ორ ქვეყანაში ცხოვრობს - საქართველოსა და ამერიკაში. რამდენიმე თვე ამერიკაშია, შემდეგ ასევე რამდენიმე თვეს საქართველოში ატარებს შვილთან ერთად და ხანდახან ამერიკელი ქმარი, ბენიც ჩამოდის ხოლმე ცოლის სამშობლოში.

ამჯერადაც ჩამოაკითხა ბენმა ცოლ-შვილს საქართველოში და ზაფხულის ცხელ დღეებს მათთან ერთად ატარებს შავი ზღვის სანაპიროზე.

snapinsta-1692543025.app_369046076_18381634633044478_2989970506573422628_n_1080.jpg

"რა კარგი ყოფილა დასვენება კარგ ადგილას, კეთილ გარემოში და ჯადოქრობაში… უბრალოდ, ყველა გარშემო ჩემს პირად ოპერატორს რომ ეპრანჭება და თვალებს უპაჭუნებს, მიწევს მერე მეც გაბზიკვები და ტუჩების პრუწკვები", - წერს ნუკი.

snapinsta-1692543025.app_369046925_18381634624044478_9086455960276403686_n_1080.jpg

ბენი ძალიან კარგი მამაა, აქტიურად არის ჩართული შვილის აღზრდაში და ნუკის გვერდით არის ასევე ყველა მნიშვნელოვან მომენტში. ასევე ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები და ხშირად პოსტებსაც კი სოციალურ ქსელში ქართულად წერს. ასევე კარგი კულინარია და ხანდახან ქართულ კერძებსაც ამზადებს.

დედაჩემი 55 წლის... - ნუკი კოშკელიშვილი დედას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს
ხანდახან მგონია, რომ საზიზღარი დედა ვარ... ჩემი შვილი დიდხანს არ ლაპარაკობდა და მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო... ქმართან სულ ვჩხუბობ... თუმცა მგონია, რომ ჯობია ვიყო მართალი და არა შელამაზებული, რადგან სხვა ჩემნაირი ქალებიც მიყურებენ... - ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილის ქმრის ვიდეოს ცოლის ჩაცმულობაზე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს - ნიუ იორკში ახალი კერი ბრედშოუ გამოჩნდა?