სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალურ პაკეტს აწესებს და ყოველთვიურად, კონკრეტულ თანხას გასცემს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, სოციალური პაკეტი ენიშნება:
- საქართველოს მოქალაქეებს;
- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;
- სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად?
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
სოციალური პაკეტი ენიშნებათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 684 ლარის ოდენობით;
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 584 ლარის ოდენობით;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს - 484 ლარის ოდენობით;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 413 ლარის ოდენობით;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით: უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 384 ლარის ოდენობით;
- სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 384 ლარის ოდენობით;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 362 ლარის ოდენობით;
- მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 362 ლარის ოდენობით;
- პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში - მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 347 ლარის ოდენობით;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს - 340 ლარის ოდენობით.
სოციალური პაკეტი ენიშნებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 519 ლარის ოდენობით;
- „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 419 ლარის ოდენობით;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა მშობელს - 319 ლარის ოდენობით;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 278 ლარის ოდენობით;
- სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 233 ლარის ოდენობით;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 219 ლარის ოდენობით;
- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 197 ლარის ოდენობით;
- მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 197 ლარის ოდენობით;
- პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში - მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 182 ლარის ოდენობით;
- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს - 175 ლარის ოდენობით.
სოციალური პაკეტი ენიშნებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც.
პაკეტი ასევე ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს - 384 ლარის ოდენობით;
- სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს - 362 ლარის ოდენობით;
- პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს - 347 ლარის ოდენობით;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს - 340 ლარის ოდენობით.
ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?
სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება შეგიძლიათ წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად თქვენი რეგისტრაციის ადგილისა.
უფრო კონკრეტულად, რა საბუთები დაგჭირდებათ სოციალური პაკეტის დასანიშნად და რა შეიძლება გახდეს დახმარების შეწყვეტის მიზეზი, შეგიძლიათ, იხილიოთ ბმულზე.
გარდა ამისა, არსებობს სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. იგი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლისას შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის გამო.
რომელი სამსახურებიდან/უწყებებიდან დათხოვნილი თანამშრომლები იპოვებენ უფლებას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე?
- საქართველოს პარლამენტის წევრებს;
- გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს;
- სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში მომუშავე პირებს.
- პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებს;
- სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
როგორ ხდება სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება?
1. პარლამენტის წევრებს (ყოფილ პარლამენტის წევრებს) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით.
პარლამენტის ყოფილ წევრებს:
ა) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%-ის ოდენობით;
ბმულზე შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ, ვის რა ტიპის კომპენსაცია ენიშნება ყოველთვიურად და რა საბუთების წარდგენაა საჭირო.
სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება შეგიძლიათ წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად თქვენი რეგისტრაციის ადგილისა.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით დგინდება მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.
მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი და მკვეთრი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატულ შეზუდვას და მუდმივი გარეშე მოვლის, დახმარების ან მეთვალყურეობის საჭიროებას.
ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს:
ა) თვითმოსახურების უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის;
ბ) გადაადგილების უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის;
გ) შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა – მესამე ან მეორე ხარისხის;
დ) ორიენტაციის უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის;
ე) ურთიერთობის უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის;
ვ) თვითკონტროლის უნარის შეზღუდვა – მესამე ხარისხის.
მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი და მნიშვნელოვანი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდვას.
ქმედობაუნარიანობის მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს:
ა) თვითმომსახურების უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის;
ბ) გადაადგილების უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის;
გ) შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა – მესამე ან მეორე ხარისხის;
დ) სწავლის უნარის შეზღუდვა – მესამე ან მეორე ხარისხის;
ე) ორიენტაციის უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის;
ვ) ურთიერთობის უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის;
ზ) თვითკონტროლის უნარის შეზღუდვა – მეორე ხარისხის.
ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი და ზომიერი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის ზომიერად გამოხატულ შეზღუდვას.
ქმედობაუნარიანობის ზომიერად გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს:
ა) თვითმომსახურების უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;
ბ) გადაადგილების უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;
გ) შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;
დ) სწავლის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;
ე) ორიენტაციის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;
ვ) ურთიერთობის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის;
ზ) თვითკონტროლის უნარის შეზღუდვა – პირველი ხარისხის.
მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) ან ბიუროში 5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოთ წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:
ა) გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის მესამე ხარისხის ქრონიკული უკმარისობით (უვადოდ);
ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა მესამე ხარისხის (უვადოდ);
გ) თირკმლების ქრონიკული უკმარისობა მესამე ხარისხის (უვადოდ);
დ) ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი, ასციტი (უვადოდ);
ე) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები ტერმინალურ სტადიაში – მეოთხე კლინიკური ჯგუფი (უვადოდ);
ვ) ტეტრაპლეგია, ტრიპლეგია, ჰემიპლეგია, ზომიერად გამოხატული ტეტრაპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზი, მიოპათიები მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით (უვადოდ);
ზ) მოძრაობის კორდინაციის მკვეთრად გამოხატული მოშლა: ატაქსია, ჰიპერკინეზული სინდრომი, ამიოსტატიკური სინდრომი (უვადოდ);
თ) თავის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული ტოტალური აფაზია (უვადოდ);
ი) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ორივე თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე (უვადოდ);
კ ) ნებისმიერი ეტიოლოგიის ჭკუასუსტობა (უვადოდ );
ლ ) გონებრივი განვითარების ღრმა ან მძიმე ჩამორჩენაილობა – იდიოტიის ან მკვეთრად გამოხატული იმბეცილობის ხარისხში (უვადოდ );
მ ) შიზოფრენია , გახანგრძლივებული ქვემწვავე მიმდინარეობით , აგრესიისა და იმპულსური ქცევებისადმი მიდრეკილებით ან კანდინსკლერამბოს სინდრომით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ ).
ნ ) მწვავე ლეიკოზი (უვადოთ );
ო ) ქრონიკული ლეიკოზი , ტერმინალური სტადია , ბლასტური კრიზებით (უვადოდ );
პ ) მიელომური დაავადება IV სტადია (უვადოდ );
ჟ ) არაჰოჩკინის ლიმფომა IV-V სტადია (უვადოდ );
რ ) ჰოჩკინის ლიმფომა IV სტადია , პროგრესირებადი , ინტოქსიკაციით და კახექსიით (5 წლის დაკვირვების შემდეგ - უვადოდ );
ს ) ჭეშმარიტი პოლიციტემია (ვაკეზის დაავადება – ერითრემია ) ტერმინალური სტადია (უვადოდ );
ტ ) ჰიპოაპლაზიური ანემია (მაკრიაფალა – მიკელის დაავადება ) ტერმინალური სტადია (უვადოდ );
უ) ჰემოფილია, მძიმე ფორმა (უვადოდ);
დეტალურად დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საფუძველი გახდეს, შეგიძლიათ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე ნახოთ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნომერზე: 15 05
თამარ იაკობაშვილი