ეს 10 შეკითხვა სხვადასხვა სფეროდან და ეპოქიდან თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს და გეტყვით, რამდენად კარგად გახსოვთ მოვლენები:
1. ამ მხატვარმა პროტესტის გამოსახატავად ყური მოიჭრა და შემდეგ ერთ-ერთ სინდრომს ეწოდა მისი სახელი. რომელი იყო ეს მხატვარი?
- ვინსენტ ვან გოგი
- სალვადორ დალი
- პაბლო პიკასო
2. სად დაიბადა ოტია იოსელიანი?
- ქუთაისში
- სამტრედიაში
- წყალტუბოში
3. რომელ კონტინენტზე მოედინება მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარე - ნილოსი?
- ჩრდილოეთ ამერიკის
- აზიის
- აფრიკის
4. პირველი ბირთვული შეტევა მოხდა იაპონურ ქალაქებზე - ჰიროსიმასა და ნაგასაკზე. ბომბებს კოდური სახელწოდებებიც ჰქონდა. რა ერქვა ატომურ ბომბებს, რომლებიც ამერიკამ იაპონიის ქალაქებში ჩამოაგდო?
- "გოგონა" და "ქალბატონი"
- "ბიჭუნა" და "მსუქანა"
- "ძალა" და "ენერგია"
5. რომელ წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?
- 1939 წელს
- 1941 წელს
- 1914 წელს
6. რომელია ყველაზე დიდი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც იტალიას ეკუთვნის?
7. რისგან დამზადებულ იარაღს იყენებდნენ ადამიანები პალეოლითის პერიოდში?
- ქვისგან
- რკინისგან
- ბრინჯაოსგან
8. რომელი ქვეყნის დედაქალაქია კაირო?
- ეგვიპტის
- საუდის არაბეთის
- ბრაზილიის
9. რამდენი ჯვაროსნული ლაშქრობა მოხდა ისტორიაში?
10. ვის ეკუთვნის შემდეგი ამონარიდი ლექსიდან:
"წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;"
- ტიციან ტაბიძეს
- ნიკოლოზ ბარათაშვილს
- ტერენტი გრანელს
სწორი პასუხები
- ვან გოგის ყურის მოჭრის სხვა ვერსიაც არის - თითქოს მეორე მხატვარმა, პოლ გოგენმა მოაჭრა ჩხუბის დროს. თუმცა უფრო გავრცელებული ვერსიით, ფსიქიკური აშლილობის გამწვავებისას მხატვარმა ყური თავად მოიჭრა და შემდეგ ავტოპორტრეტიც შექმნა ახვეული ყურით. ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქოლოგებისათვის, რომ ერთ-ერთ სინდრომს მისი სახელიც კი უწოდეს. ვან გოგის სინდრომი ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია.
- ოტია იოსელიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაიბადა
- აფრიკაში
- 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად „ბიჭუნა“ („Little Boy“) ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანა“ („Fat Man“) - ნაგასაკში.
- 1939 წელს
- სიცილია
- ქვისგან
- ეგვიპტის
- 8
- ნიკოლოზ ბარათაშვილს