რუსკა მაყაშვილი დატვირთული სამუშაო სეზონის შემდეგ დასვენების დღეებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ზღვაზე ატარებდა. პერიოდულად სახალისო ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებდა სოციალურ ქსელში. მის გვერდით იყვნენ მისი მეუღლე - მორაგბე სანდრო ნიჟარაძე და შვილები - ილია და კატო.
დღეს მათი დასვენების დღეები დასრულდა და რუსკა ზღვაზე გადაღებული მშვენიერი ფოტოებით დაემშვიდობა ზაფხულს.