ვაჰიდე პერჩინს თურქული სერიალების მოყვარულები კარგად იცნობენ, "დიდებული საუკუნიდან", "ჩუკუროვადან" თუ ახალი სერიალიდან "ქვიშის სასახლე". ის თავის სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ და განათლებულ მსახიობ ქალად მიიჩნევა.
1965 წელს იზმირში დაიბადა, ეგეოსის ზღვაზე. მისი ბებია საბერძნეთიდან იყო ემიგრირებული. ვაჰიდეს მამა მძღოლი გახლდათ, დედა - დიასახლისი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ვაჰიდემ ეკონომიკის ინსტიტუტში ჩააბარა, მეორე კურსიდან კი გადაწყვიტა, რომ ხელოვნებაში ეცადა ძალები, 9 გამოცდა ჩააბარა წარმატებით და გამომსახველობითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა.
მალევე სახელმწიფო თეატრის დასშიც მოეწყო და სწავლის დამთავრების შემდეგ სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. იქ ლამაზი და ნიჭიერი მსახიობი ადვილად შეამჩნიეს რეჟისორებმა, პირველი როლები და პირველი წარმატებაც მალევე მოვიდა.
გარდა სერიალებში თამაშისა, ყოფილ ქმართან, ალტან გერდიუმთან ერთად ვაჰიდემ ახალგაზრდა ტალანტების აკადემია დააარსა და დღემდე იქ ასწავლის სამსახიობო ოსტატობას. 2021 წლიდან კი თურქეთის მსახიობთან პროფკავშირის პრეზიდენტია.
ვაჰიდეს ცხოვრებაში ოფიციალურად მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო - მსახიობი ალტან გერდიუმი, რომელსაც 1991 წელს გაჰყვა ცოლად, რამდენიმეთვიანი ნაცნობობის შემდეგ. გათხოვებისას ქმრის გვარზე გადავიდა და ამიტომ სამსახიობო კარიერა დაიწყო, როგორც ვაჰიდე გერდიუმმა. წყვილი ერთად მუშაობდა ჯერ კიდევ იზმირის თეატრში, მერე კი გადასაღებ მოედანზეც არაერთხელ გადაიკვეთნენ.
1994 წელს შეეძინათ ქალიშვილი ალიზა, რომელიც ასევე მსახიობია. 2013 წელს კი წყვილი გაიყარა და ვაჰიდემ ქალიშვილობის გვარი დაიბრუნა.
ვაჰიდეს ბიოგრაფიაში იყო კიდევ ერთი სერიოზული ეტაპი, როდესაც მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - სარძევე ჯირკვლის. იმ დროს მსახიობი მუშაობდა სერიალზე "მე მას ფერიხი ვუწოდე" და მოუწია სერიალის დატოვება, გადაღებებიც შეაჩერეს.
დაავადებასთან ბრძოლის დროს მის გვერდით იყვნენ ქმარი და ქალიშვილი, ასევე უამრავი თაყვანისმცემელი და კოლეგები. გაიარა ქიმიოთერაპიები, რადიოთერაპიები და 9 თვის განმავლობაში მკურნალობდა. ამ დროს დაკარგა თმაც, წარბები და წამწამები, თუმცა არ ერიდებოდა საჯარო გამოსვლებს, არც პარიკს ატარებდა, ქალებს აძლევდა ბრძოლის მაგალითს და მალე დაუბრუნდა სამუშაოსაც.