ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას სულ უბრალო მეთოდით ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული და შემაწუხებელი პრობლემების შემსუბუქებას ასწავლის.
საქმე ეხება ბალიშს, რომელიც, ექიმის თქმით, ძილის დროს მუხლებს შორის უნდა იყოს მოთავსებული.
„თუ ბალიშს მუხლებს შორის მოათავსებთ, ამისგან 6 სარგებელს მიიღებთ.
- შეგიმსუბუქდებათ წელის ტკივილი, რადგან ამით წელის განტვირთვა მოხდება. როცა გვერდზე წვებით და მუხლი მუხლს ეხება, წელი „იქაჩება“ და ტკივილიც იმატებს. ამიტომ ბალიშის მუხლებს შორის მოთავსება კარგი გამოსავალია ტკივილის შესამსუბუქებლად.
- თუ საჯდომი ნერვი გაწუხებთ, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ნერვია. ის ძლიერ ტკივილებს იწვევს ფეხში. ბალიშის მუხლებს შორის მოთავსებით თქვენ საჯდომ ნერვსაც განტვირთავთ.
- თუ მუხლები გტკივათ. ამის მიზეზი ხშირად მედიანური მენისკია და ბალიში მასაც განტვირავს.
- მენ-ბარძაყის არეში ტკივილისას, თუ გვერდზე წოლა გიყვართ, დაზიანებული მხარე იქაჩება. ამიტომ ბალიში ამ ტკივილსაც შეგიმსუბუქებთ.
- ძილის აპნოეს, ანუ ხვრინვის დროს. მუხლებს შორის მოთავსებული ბალიში გაიძულებთ გვერდზე დაწვეთ. გვერდზე წოლით კი ძილის აპნოე გვარდება.
- ქვეითდება თრომბოზის რისკი, რადგან ბალიშით წოლის დროს ერთი ფეხი მაღლა ექცევა და უფრო ადვილია სისხლის დრენირება ქვედა კიდურებიდან გულისკენ, ვიდრე ჩვეულებრივ წოლისას" - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.