ძნელია მიაგნო მიზეზს და გამოიტანო შესაბამისი დასკვნა. და მაინც ეს ერთადერთი სწორი გზაა როდესაც პატარა ანგელოზი უცებ მიიღებს საზიზღარ გამომეტყველებას და დაიწყებს ჩხუბს, ეს ქმედება ყოველთვის შოკში აგდებს უფროსებს. ყველაზე ადვილია ვიფიქროთ, რომ ბავშვი არ არის კეთილი ან ცუდად აღზრდილია. ძნელია მიაგნო მიზეზს და გამოიტანო შესაბამისი დასკვნა. და მაინც ეს ერთადერთი სწორი გზაა.
თქვენი ქმედება - რაც შეიძლება ხშირად შეაქეთ ბავშვი, ნუ შეგრცხვებათ გამოავლინოთ სიყვარული მის მიმართ. არასოდეს უთხრათ: „ შენ ცუდი ხარ და იმიტომ იქცევი ასე“, „მე არ მომწონს, შენი საქციელი“. ყურადღება ქცევაზე გაუმახვილეთ და არა იმაზე, რომ თვითონ არის ცუდი.
თქვენი ქმედება - ასწავლეთ ბავშვს სიტყვიერად გამოხატოს თავისი უკმაყოფილება და ემოციური მდგომარეობა (ეს სასარგებლოა სხვა სიტუაციებისთვისაც), ხელი შეუწყვეთ, თანატოლებთან მეტი ურთიერთობა ჰქონდეს.
თქვენი ქმედება - გონივრულ ჩარჩოებში აუცილებელია დართოთ ნება ბავშვს იყოს დამოუკიდებელი. უარის შემთხვევაში შეეცადეთ არგუმენტებით აუხსნათ უარის მიზეზი და მელევე გადაატანინოთ ყურადღება. თუ ბავშვის სურვილი უდროოა, გადართეთ მისი ყურადღება სხვა რამეზე ან შესთავაზეთ კომპრომისი: "ჩვენ ამას გავაკეთებთ მოგვიანებით“. დაადგინეთ ქცევის წესები, თითოეული პუნქტი გაიარეთ ბავშვთან ერთად.
თქვენი ქმედება - გააჩერეთ ბავშვი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაეხმაროთ აგრესიის დროს. ბავშვის აგრესია უმაღლეს დონემდე გაიზარდა? გამოიყენეთ ძალა: მიდით ბავშვთან უკნიდან და შემოხვიეთ ხელები. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თქვენ გინდათ დაამშვიდოთ იგი და არა თავს დაესხათ და გამოავლინოთ აგრესიულობა.
თქვენი ქმედება - ასეთ მდგომარეობაში ბავშვს უჭირს თვითდამშვიდება. ამიტომ მიეხმარეთ: ჩაეხუტეთ, ჩაისვით კალთაში, აქანავეთ პატარა ბავშვივით და ყურში უჩურჩულეთ რაიმე მოსაფერებელი სიტყვები. ყველანაირი მოძრავი თამაშები შეწყვიტეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე, ასევე კომპიუტერი, მობილური და ა.შ. ყველაფერი, რაც მას აღაგზნებს და გააღიზიანებს. შეეცადეთ დაიცვათ დღის რეჟიმი - აგრესიისკენ მიდრეკილი ბავშვისთვის სრულფასოვანი ძილი აუცილებელია.
თქვენი ქმედება - გადახედეთ თქვენს შიდა ოჯახურ ურთიერთობებს და ბავშვთან ურთიერთობის სტილს.
თქვენი ქმედება - საჭიროა მოიხვეჭოთ ავტორიტეტი. ასეთი ბავშვისთვის ავტორიტეტი არის ძალა და სამართლიანობა; თქვენ მოგიწევთ გახდეთ ძლიერი და სამართლიანი. და როდესაც მიხვდებით, რომ თქვენი ავტორიტეტი არ იწვევს ეჭვს, საჭირო დროს შეგიძლიათ თავდაჯერებით უთხრათ: „მე არ დავუშვებ იმას, რასაც შენ აკეთებ.“ და ის აუცილებლად გაიგონებს თქვენს ნათქვამს.
ასევე იხილეთ: