სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზე ვკითხულობ.
სახელმწიფო-სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებები 2023 წლის 7 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე მიიღება:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შემდეგი კატეგორის სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის გადასახადს:
სამინისტროს ცნობით, 2023 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 14 კატეგორიას დაემატა კიდევ ორი კატეგორია:
დეტალურ ინფორმაციას, თუ რომელი კატეგორიის დადასტურებისას რა საბუთების წარდგენა დაგჭირდებათ, გაეცნობით ბმულზე.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად დასმული შეკითხვების ნაწილში აქვეყნებს, რეგისტრაციის გავლა არ ნიშნავს განაცხადის წარდგენას, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გადახვიდეთ განაცხადის შევსებაზე. დეტალური ინფორმაცია მითითებულია ინსტრუქციაში, რომელიც განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე, ქვედა მარცხენა კუთხეში პირველი ბანერი - სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 26 სექტემბრის ჩათვლითაა. ამის შემდეგ ბაზა დაიხურება და სტუდენტი ვეღარ შეძლებს განცხადების ატვირთვას. სტუდენტს 26 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია განცხადების შესწორება ან კატეგორიის დამატება, ღილაკზე „შესწორება“ დაჭერით
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტის დაფინანსებას ბაკალავრიატში 4 წლით, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე 6 წლით, სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ და ვეტერინარის ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 5 წლით
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 2250 ლარი სასწავლო წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სწავლის საფასური აღემატება 2250 ლარს, სტუდენტი განსხვავებას ფარავს თავად. თუ სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი უტოლდება სტუდენტის სწავლის საფასურს.
სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული აქვთ გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობამდე (2250 ლარამდე) შევსების მიზნით.
აქვე გაგიზიარებთ ამ თემის ირგვლივ ხშირად დასმული შეკითხვების ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ, მიმართოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნომერზე: 2 200 220