ფსიქოლოგი საუბრობს, როგორი უნდა იყოს მშობლის რეაქცია, თუ ბავშვმა დაარტყა და აგრესია გამოავლინა:
- გავრცელებულია ასეთი მოსაზრება, რომ როდესაც ბავშვი ჩაგარტყამს, შენც იმავეთი უნდა უპასუხო იმისთვის, რომ მიხვდეს, თუ როგორი უსიამოვნოა ეს სხვისთვის. საპასუხო კბენა, ჩარტყმა, მოწიწკვნა გამართლებული არ არის. ეს ბავშვისთვის აღიქმება, როგორც მის მიმართ ტკივილის მიყენება და არა სწავლება, რომ ცუდი ქცევაა. ამიტომ, ასეთ დროს სასურველია, რომ მშობელმა საპასუხო აგრესია არ გამოავლინოს და იყოს ძალიან მკაფიო და მოკლე ტექსტი, რომ "არა, დარტყმა არ შეიძლება." რა თქმა უნდა, ორი წლის ბავშვი პირველივე ჯერზე ამას ვერ გაითავისებს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ქცევა იქნება, უნდა გავაჩეროთ და ვუთხრათ, რომ "არა, დარტყმა არ შეიძლება."