ბოლო დროს მშობლები სულ უფრო განსხვავებულ და იშვიათ სახელებს ეძებენ მომავალი შვილებისთვის. წარმოგიდგენთ გოგონების უცხო სახელებს, რომლებსაც ხშირად არ შეხვდებით და რაც მთავარია, ისინი ყველა ეროვნების ადამიანს მოუხდება.
ვიოლანტა. ლამაზი და იშვიათი სახელია . ლათინურიდან თარგმანში "იისფერი ყვავილს" ნიშნავს.
იუნონა ოჯახისა და დედობის რომაული ქალღმერთის სახელია. ძალიან ნაზად ჟღერს და ასოციაციებს გაზაფხულთან და ახალგაზრდობასთან გვიჩენს. უსაფუძვლო არ არის, რომ ამ სახელის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის "სამუდამოდ ახალგაზრდა".
ოქტავია ძველად ხშირად ერქვათ რომაელი პატრიციების ცოლებს. დღესაც საოცრად თანამედროვედ ჟღერს. ოქტავია რომის იმპერატორ ნერონის პირველი ცოლის სახელი იყო. ისტორიკოსი ტაციტუსი წერს, რომ იგი არ იყო ქმრის ერთგული და საბოლოოდ იმპერატორმა ის სიკვდილით დასაჯა.
იდალია. ბერძნული სახელია, რომელიც სიტყვასიტყვით "სიტკბოს" ნიშნავს. ლამაზი, იშვიათი და ამავე დროს ადვილად დასამახსოვრებელი .
ლეა. ითვლება, რომ სახელი პირველად ებრაულ ტომებში გაჩნდა. ის სიტყვასიტყვით "მადლიანს" ნიშნავს.
პეტრა. ბერძნული სახელი მამაკაცური პეტრედან მომდინარეობს, რაც სიტყვასიტყვით "ქვას" ნიშნავს.
მადლენი. იშვიათი სახელი ფრანგული ფესვებით. სიტყვასიტყვით "გონიერს" ნიშნავს. ადვილად წარმოითქმის და მარტივად დასამახსოვრებელია.
აველინი. ებრაული სახელი, რომელიც სიტყვასიტყვით "მსუბუქ ნიავს" ნიშნავს. ჟღერს ნაზად და ელეგანტურად - და უფრო უჩვეულოა, ვიდრე სახელი ეველინა.
ზარინა. სახელი, რომელსაც სავარაუდოდ სკვითური ფესვები აქვს და "ოქროს" ნიშნავს. ისტორიკოსმა ჰეროდოტემ თავის მატიანეში სკვითების დედოფალი ზარინა მოიხსენია.
ილიანა. სახელს ბერძნული ფესვები აქვს და "მზიანს" ნიშნავს. ლამაზი, იშვიათი სახელია, რომელიც ყველა ენას უხდება.
დაინორა. სახელი ესპანური წარმოშობისაა და ნიშნავს „მხოლოდ ღმერთის მიერ განსჯულს“.
იუსტინა. კიდევ ერთი რომაული სახელი ჩვენს სიაში. ის "სამართლიანს" ნიშნავს და როგორ წესი, ამ სახელს მაღალი საზოგადოების გოგონებს ეძახდნენ.
ვივიანი. იშვიათი სახელი, რომელსაც აქვს ლათინური ფესვები. მომდინარეობს სიტყვებიდან "ცოცხალი"
ბელა. ოდესღაც პოპულარული სახელი სსრკ-ში, რომელიც პოპულარობით აღარ სარგებლობს. სინამდვილეში ლამაზად და ქალურად ჟღერს, სიტყვასიტყვით სილამაზესა და ქალურობას ნიშნავს.
აგნეშკა. ძალიან ნაზი სახელია, რომელსაც პოლონური ფესვები აქვს. სიტყვასიტყვით "უმწიკვლოს" ნიშნავს.