რუსეთში მოღვაწე ცნობილ პლასტიკურ ქირურგს ვარსკვლავურ ქირურგსაც უწოდებდნენ, რადგან ძალიან ბევრი ვარსკვლავისთვის ჰქონდა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია. 30 წელზე მეტი იყო თავის პროფესიაში და უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავდა.
მისი მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ მისმა ყოფილმა ცოლმა, ტელეწამყვანმა იანა ლაპუტინამ ამცნო საზოგადოებას. "თებერვალში კოვიდი გადაიტანა, რომელმაც ძალიან ბევრი გართულება დაუტოვა. დღეს გული გაუჩერდა..."
ოთარ გოგიბერიძეს მოსკოვში ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. დაცული ჰქონდა სამეცნიერო ხარისხები და იყო ევროპის პლასტიკური ესთეტიკური კონფედერაციის წევრი, წლის საუკეთესო ქირურგის ტიტულის მფლობელი, დამაარსებელი და მთავარი ექიმი კლინიკისა "სილამაზის დრო".