თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი დაქორწინდა - ფოტოები ქორწილიდან - მშობლები

თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი დაქორწინდა - ფოტოები ქორწილიდან

2023-09-09 20:57:40+04:00

ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, "სუხიშვილების" სოლისტი მარიამ მათიაშვილი ოფიციალურად გათხოვდა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე შედგა ნიშნობა - მარიამს თავისმა რჩეულმა დათო თოფურიამ სთხოვა ხელი და სასურველი თანხმობაც მიიღო. ამჯერად კი წყვილმა ჯვარი დაიწერა და ქორწილიც გადაიხადა.

mariam1-1694279938.jpgmariam2-1694279939.jpg

თეა დარჩიამ ცოტა ხნის წინ ვაჟიც დააქორწინა. შეგახსენებთ, მას და მის მეუღლეს გუჯა მათიაშვილს 4 შვილი ჰყავს.

ქალიშვილის ქორწილამდე წყვილი მეგობრების ქორწილში იყო და ერთად შთამბეჭდავი ცეკვაც შეასრულა.

სიძე-პატარძლის ემოციური შესრულება და მოცეკვავე დედა-შვილისა და მათი მეგობრების ცეკვები - ნამდვილი კონცერტი მარიამ მათიაშვილის ქორწილში (ვიდეო)

თეა დარჩიას ქალიშვილს, სუხიშვილების ცნობილ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილს ხელი სთხოვეს - ემოციური ვიდეო
თეა დარჩიას ვაჟმა იქორწინა - ემოციური მომენტები და ცეკვები ქორწილიდან