ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია დაოჯახდა - "ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება..." - მშობლები

ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია დაოჯახდა - "ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება..."

2023-09-09 23:19:14+04:00

შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია დაქორწინდა. ჯერ კიდევ სამი კვირის გამოაქვეყნა ლუკამ ფოტო ნიშნობიდან, თავის რჩეულთან წარწერით "ახლის დასაწყისი", ამჯერად კი ახალი ამბავი უკვე ოფიციალურად ამცნო საზოგადოებას ცნობილმა პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ და ლუკასი და მისი რჩეულის - ანუკა ჯორბენაძის ფოტოებიც გამოაქვეყნა:

"ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს ორი ძალიან მაგარი ბიჭი ლუკა და გიორგი აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან :))) ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება".

375466733-6962001037171904-182190581245989316-n-1694287895.jpg

375463088-6962001173838557-4835936108656172736-n-1694287895.jpg

375470675-6962000697171938-6210660419180276713-n-1694287895.jpg

ლუკა და ანუკა ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებოდნენ ერთად საზოგადოებაში და წყვილის სასიყვარულო ამბავი ოფიციალურადაც დაგვირგვინდა.

luka91-1694288197.png

luka9-1694288197.png