ისინი წარმატებისთვის არიან დაბადებულნი - ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი ვოლფ მესინგის აზრით - მშობლები

ისინი წარმატებისთვის არიან დაბადებულნი - ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი ვოლფ მესინგის აზრით

2023-09-12 11:24:40+04:00

ცნობილი წინასწარმეტყველი, ასტროლოგი, ექსტრასენსი ვოლფ მესინგი ასტროლოგიის სამყაროში დღემდე უამრავი ადამიანისათვის ავტორიტეტად რჩება. იგი არა მხოლოდ ზუსტად განსაზღვრავდა ზოგიერთ მოვლენას, არამედ სწავლობდა, თუ რა გავლენას ახდენდა ასტროლოგია ადამიანების ბედსა და მომავალზე. მესინგის თქმით, არსებობს ზოდიაქოს სამი განსაკუთრებული ნიშანი, რომლებიც ყველასაგან განსხვავდებიან, გაცილებით იღბლიანები არიან და წარმატების მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვთ:

სასწორი

8-1694503673.jpeg

ასტროლოგის თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადამიანების დახმარების თანდაყოლილი უნარი აქვთ და შესაძლოა, მთელი ფული ქველმოქმედებაში დახარჯონ. თუმცა, მათ საკუთარი თავი ძალიან უყვართ. ამიტომაც, ეგოიზმი ხშირად იჩენს ხოლმე თავს და სიკეთესა და პირად ინტერესებს შორი მარადიული ბრძოლა აქვთ. შესაძლოა, ამ ნიშნის წარმომადგენელი ორი ადამიანი ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავდებოდეს, რომ გაგიკვირდეთ.

მესინგი დარწმუნებული იყო, რომ სასწორებს შეუძლიათ, საკუთარი თავისაგან იდეალური ავტორიტეტი შექმნან, მოიპოვონ პატივისცემა და საკმაოდ დაწინაურებულ პოზიციაში აღმოჩნდნენ. შესანიშნავი ინტუიცია აქვთ, ამიტომაც ცხოვრების სწორ გზას ადვილად ირჩევენ და იციან, რა უკეთესია მათთვის.

ვერძი

2-1694503684.jpeg

ვოლფი ვერძს ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ტემპერამენტიან ნიშნად თვლიდა. ისინი შეუპოვრობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევიან და თავიანთი უტეხი ბუნების წყალობით, მიზნებს ყოველთვის აღწევენ. მეტიც, ასტროლოგის თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია, აბსოლუტურად ყველა სურვილი განახორციელოს, თუ ამას მთელი გულით მოინდომებს.

ისინი შესანიშნავი ბიზნესმენები არიან. ჭკვიანი, წინდახედული, ამავდროულად ცოტა ცბიერი და მერკანტილური ბუნებითაც გამოირჩევიან. კარგად დასვენება და მდიდრულად ცხოვრება უყვართ. მაგრამ ამავე დროს, მშვენივრად ესმით რომ ამისთვის ბევრი უნდა იშრომონ. ინტუიციისა და დაკვირვების უნარის გამო, ხელსაყრელ სიტუაციაში ხშირად აღმოჩნდებიან და თავადაც სარგებლობენ.

მერწყული

3-1694503697.jpeg

მერწყული მრავალმხრივ ადამიანად ითვლება. ასტროლოგი ამტკიცებდა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ხედავენ იმასაც კი, რასაც, ჩვეულებრივ, სხვები ვერ ამჩნევენ. თითქოს, სამყაროს პრიზმით უყურებენ. ნამდვილი ესთეტები არიან. შეუძლიათ, განმარტოვდნენ და ბუნებას საათობით უყურონ. ამავდროულად, ხმაურიანი ცხოვრება და წვეულებებიც უყვართ. შეუძლიათ, ხუმრობების მოფიქრება და სხვების გახალისება. მათ ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სიყვარული ეხმარება, რომ ნებისმიერი სირთულე გადალახონ.

მესინგის თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სამსახურში პრობლემები თითქმის არასოდეს აქვთ. თუმცა, პირად ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე მარტივია. თავისუფლებისმოყვარე ადამიანები არიან და მათთვის რაიმეს იძულება ძნელია. მაგრამ, თუ მერწყული იპოვის ადამიანს, რომელიც მთელი გულით ეყვარება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ბედნიერი იყოს.