მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილს, მშობლების მხარდაჭერა აღარ სჭირდება - ხუთ წელზე მეტია გოგონა დამოუკიდებლად მუშაობს და უკვე რამდენჯერმე მოასწრო მოდის პრესტიჟული გამოცემების გარეკანებზე გამოჩენა.
გოგონა წარმოუდგენლად პოპულარულია - ორივე მშობლისგან ყველაფერი საუკეთესო ერგო. შესანიშნავი გარეგნობა და მშვიდი ხასიათი აქვს. 12 სექტემბერს დევა 19 წლის ხდება და დაბადების დღის არსანიშნავად ვენსან კასელმა მისი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ჩემო სიყვარულო, ჩემო ღვთაებრივო ქმნილება. ყველაფერი, რასაც აკეთებ და ვინც ხარ, მეამაყება. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გაქვს, მიყვარხარ."
წარმოგიდგენთ 5 ფაქტს მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილის შესახებ
მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, დევა სამ ენაზე საუბრობს. ეს გასაკვირი არ არის - დედამისი იტალიელია, მამა კი ფრანგია, გოგონა კი თვლის, რომ მნიშვნელოვანია მშობლების მშობლიური ენების ცოდნა. გარდა ამისა, ის ასევე საუბრობს ინგლისურად, რადგან ხშირად უწევს მისი გამოყენება სამსახურში.
იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, გოგონაზე ვერ იტყვი, რომ ყურადღება სიამოვნებს. იშვიათად იძლევა ინტერვიუებს. ზოგადად ურჩევნია განმარტოვდეს და ნაკლებად ისაუბროს პირად ცხოვრებაზე. შესაძლოა, ეს ასაკთან ერთად შეიცვალოს, მაგრამ ამ დროისთვის, სამსახურიდან თავისუფალ დროს, დევა განმარტოვებას და კამერებს შორს ყოფნას ამჯობინებს.
დევა საკმაოდ დიდი ხანია სამოდელო ბიზნესშია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მზად სრულ განაკვეთზე დათანხმდეს მოდელის სამუშაოს. ინტერვიუში მონიკა ბელუჩიმ თქვა, რომ მის ქალიშვილს სურს განათლება მიიღოს: „მეჩვენება, რომ მას სწავლის გაგრძელება სურს ყველა სირთულის მიუხედავად“.
ის ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უფროსი ქალიშვილია. 2010 წლის მაისში გოგონა უფროსი დაიკო გახდა - მისი და ლეონი დაიბადა. მშობლების განქორწინების შემდეგ ვინსენტმა და მონიკამ თავიანთი ქალიშვილების მეურვეობა შუაზე გაიყვეს, ამიტომ გოგონებმა ორივე მშობელთან სიახლოვის შენარჩუნება მოახერხეს. 2019 წლის აპრილში დევას ნახევარდა, ამაზონი შეეძინა, რომელიც ვენსან კასელსა და მოდელის ტინა კუნაკის ქალიშვილია.
2020 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დევა კასელი ფრანგ მოდელ ლუკა სალანდრას ხვდებოდა. წყვილმა ურთიერთობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. ექვსთვიანი გაცნობის შემდეგ დევამ სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა.
ლუკასა და დევას ბევრი რამ აქვთ საერთო: ახალგაზრდა მამაკაცი სამოდელო ბიზნესშიც მუშაობს. საფრანგეთში დაიბადა, თუმცა იტალიური ფესვები აქვს. წყვილმა ერთმანეთი მეგობრების გარემოცვაში გაიცნო.
არც ლუკას და არც დევას არ უთქვამთ, რომ დაშორდნენ, მაგრამ ერთად ფოტოები ორივე ახალგაზრდის პროფილიდან გაქრა, ასე რომ, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, განაგრძობენ თუ არა ისინი შეხვედრას. ან იპოვა თუ არა დევამ ახალი სიყვარული.