ამ ბიჭისთვის დიაგნოზის დასმას 17 ექიმი 3 წლის განმავლობაში ცდილობდა - ხელოვნურმა ინტელექტმა კი რამდენიმე წუთში შეძლო - მშობლები

ამ ბიჭისთვის დიაგნოზის დასმას 17 ექიმი 3 წლის განმავლობაში ცდილობდა - ხელოვნურმა ინტელექტმა კი რამდენიმე წუთში შეძლო

2023-09-14 08:56:18+04:00

დიაგნოზი, რომელიც ჩვიდმეტმა ექიმმა ბავშვს 3 წელიწადში ვერ დაუსვა, ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე წუთში შეძლო.

კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი შემთხვევების 72%-ში სწორ დიაგნოზს სვამს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცნობილმა პლათფორმამ ChatGPT-მა ბავშვს დიაგნოზი რამდენიმე წუთში დაუსვა, როცა ამ დიაგნოზისთვის 17 ექიმი 3 წლის განმავლობაში იბრძოდა.

პატარა ალექსი მხოლოდ ოთხი წლის იყო, როცა ქრონიკული ტკივილი დაეწყო. დედის, კორტნის თქმით, ბავშვს ყოველდღიურად უწევდა ტკივილგამაყუჩებლების მიღება.

მუდმივმა ტკივილმა ბიჭის ხასიათზე იმოქმედა: ალექსი უფრო ჭირვეული გახდა, სწრაფად იღლებოდა. დაეწყო სიბრაზის შეტევები და ძლიერი თავის ტკივილი. როგორც ალექსის მშობლები იხსენებენ, მათი წყნარი და მშვიდი შვილი „ისტერიულ გიჟად“ გადაიქცა.

გარდა ფსიქოლოგიური და დაღლილობის პრობლემებისა, ალექსიმ მარცხენა ფეხის მოთრევა და საგნების ღეჭვა დაიწყო. დროთა განმავლობაში ბავშვს უფრო და უფრო უცნაური სიმპტომები დაეწყო. კორტნიმ შეამჩნია, რომ ალექსი არ იზრდებოდა და პედიატრთან მიიყვანა, რომელმაც თქვა, რომ პანდემია უარყოფითად მოქმედებს ბიჭის განვითარებაზე.

კორნიმ პასუხების ძიებაში სამი წელი გაატარა და ალექსთან ერთად 17 ექიმს ესტუმრა. ერთ დღეს ქალმა ვერ გაუძლო და გადაწყვიტა ხელოვნური ინტელექტის დახმარება გამოეყენებინა: კორტნიმ ალექსის ანალიზების ყველა შედეგი ChatGPT-ში შეიყვანა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც ბოტმა დიაგნოზი დაუსვა!

ალექსს მიბმული ზურგის ტვინის სინდრომი აღმოაჩნდა. ეს დაავადება შეიძლება თანდაყოლილი იყოს ან ტრავმის შედეგად განვითარდეს. ჩვეულებრივ, ზურგის ტვინი შედარებით თავისუფალი უნდა იყოს ზურგის არხში, მაგრამ ზოგჯერ მისი მობილურობა შეზღუდულია არხის კედელზე მიმაგრებით.

განვითარების ეს დარღვევა ბავშვის ზრდასთან ერთად სისხლის ნაკადს ზღუდავს და კიდურებში დაბუჟებას, მუდმივ ტკივილს, კუნთების სისუსტეს და მოძრაობების კოორდინაციის პრობლემებს იწვევს. სიმპტომებში ასევე შედის სიარულის გაძნელება, სქოლიოზი, ფეხისა და ზურგის ძლიერი ტკივილი და შარდის ბუშტისა და ნაწლავების კონტროლის პრობლემები.

ალექსის შემთხვევა სპინა ბიფიდამ გამოიწვია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნერვული მილი, რომელიც იცავს ზურგის ტვინს, დროულად არ იხურება. ალექსს აღმოაჩნდა დაავადების ყველაზე მსუბუქი ფორმა - ლატენტური სპინა ბიფიდა, რამაც მცირე პრობლემები გამოიწვია, მაგრამ ნერვი არ დააზიანა. ამ ფორმის დიაგნოსტიკა უფრო რთულია, რადგან სიმპტომები ამ შემთხვევაში არც თუ ისე შესამჩნევია და შეიძლება ნებისმიერ დაავადებას ჰგავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT-ს არ აქვს სამედიცინო გამოცდილება, კვლევები აჩვენებს, რომ ის სწორ დიაგნოზს სვამს შემთხვევების 72%-ში, რაც დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელია, როგორც დამწყები ექიმის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უფრო გამოცდილი ექიმები, როგორც წესი, მართლები არიან შემთხვევების 95%-ში.

მას შემდეგ რაც ChatGPT-მა ალექსის დიაგნოზი დაუსვა, ბიჭს ზურგის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეაბილიტაციას გადის. ექიმები იმედოვნებენ, რომ ის ძალიან მალე დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. კორტნის თქმით, მისი პატარა ბიჭი ახლა უკეთ გრძნობს თავს და სულ უფრო მეტ დროს ატარებს სხვა ბავშვებთან ერთად.