ექიმი ნევროლოგი მაკა ხაჩიძე საუბრობს, საზიანოა, თუ არა ხერხემლისა და სახსრების ხშირი ტკაცუნი და რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ამ ჩვევამ:
- ამ კითხვით ძალიან ბევრი პაციენტი მოგვმართავს და ინტერნეტსივრცეც მსგავსი ვიდეოებით სავსეა, სადაც ეს მანიპულაცია, ე.წ. ტკაცუნი ხერხემლის სხვადასხვა სეგმენტში ხორციელდება. რეალურად კი ამ მანიპულაციის ხშირი კეთება საერთოდ არ არის სასარგებლო. ვინაიდან სასახსრე ზედაპირების, ხრტილების გაცვეთას იწვევს და უშუალოდ ამ სეგმენტში ჰიპერმობილობა ვითარდება, რაც თავის მხრივ შემდგომ უკვე სხვა გართულებების წინაპირობაა, შესაძლებელია წარმოიქმნას როგორც თიაქარი, ასევე შეიძლება, სხვადასხვა სისხლძარღვისა და ნერვის კომპრესია მოხდეს. ამიტომ შეეცადეთ, თუ მსგავსი ჩვევა გაქვთ, გადაეჩვიოთ და ნაკლებად ხშირად აკეთოთ მსგავსი მანიპულაცია.