პირველკლასელი გოგონას რეალური ფოტოისტორია, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და მთელი მსოფლიო აცინა - მშობლები

პირველკლასელი გოგონას რეალური ფოტოისტორია, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და მთელი მსოფლიო აცინა

2023-09-15 10:25:39+04:00

შოტლანდიელი ლუსი ფოლკნერი მოულოდნელად ინტერნეტსივრცის ვარსკვლავი და უამრავი სახალისო მიმის გმირი გახდა. ორმა ფოტომ, რომლებიც დედამ გოგონას პირველ კლასში წასვლის შემდეგ გამოაქვეყნა, ძალიან ბევრი ადამიანი გაახალისა. ბავშვის დედამ, ჯილიანმა, თავის პირველკლასელ შვილს სკოლაში წასვლამდე ფოტო გადაუღო. გოგონა კარგად გამოიყურებოდა და მოწესრიგებულად ეცვა. მეორე კადრი კი 5 წლის ლუსის სკოლიდან დაბრუნების შემდეგ აღბეჭდა, რომელიც ზუსტად ასახავდა, თუ როგორ გაატარა ბავშვმა დღე.

2-1694759582.jpg

ფოლკნერების ოჯახში ოთხი შვილია. ლუსი სკოლაში შესვლას განსაკუთრებულად ელოდებოდა. წასვლის წინ ძმასთან ერთადაც გადაიღო ფოტო, საგანგებოდ შერჩეული ჰალსტუხი მოირგო, ჩანთა შეამოწმა, თმა ლამაზად დაივარცხნა და სკოლისკენ გაემართა.

3-1694759596.png

რამდენიმე საათის შემდეგ კი სკოლიდან დაქანცული დაბრუნდა. დედის შეკითხვაზე, თუ როგორ ჩაიარა პირველმა დღემ, გოგონამ თქვა: "ოჰ, არაფერი, განსაკუთრებული." როგორც ჯილიანმა აღნიშნა, ბავშვი ძალიან დაღლილი იყო და დასაძინებლად ჩვეულებრივზე ადრე დაწვა.

22-1694759667.jpg

შოტლანდიაში ბავშვები სწავლას 5 წლიდან იწყებენ. სასწავლო წელიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან იწყება და შედარებით ხანმოკლე საზაფხულო არდადეგებია.

ლუსის ფოტოები სწრაფად გახდა ვირუსული და დღეს ბევრი ადამიანი, რომელიც პირველად მიდის უნივერსიტეტში, სამსახურში, ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ამ ფოტოებით აღწერს საკუთარ განწყობას.

ცნობილი გიფებისა და მიმების გმირები - ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ახლა