დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება - მშობლები

დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება

2023-09-15 11:15:14+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გადაწყვეტილება 30 000-მდე სტუდენტს შეეხება.

დავალიანების ჯამური მოცულობა კი, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 40 მილიონამდე ლარია.

"ჩემი გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ!" - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.