შეუძლია თუ არა მშობელს, სკოლისგან პედაგოგის შეცვლა მოითხოვოს: "მაგალითად, არჩევდეს ბავშვებს და ერთს პატიობდეს უცოდინრობას, მეორეს - არა" - მშობლები

შეუძლია თუ არა მშობელს, სკოლისგან პედაგოგის შეცვლა მოითხოვოს: "მაგალითად, არჩევდეს ბავშვებს და ერთს პატიობდეს უცოდინრობას, მეორეს - არა"

2023-09-18 11:58:48+04:00

არაფერია უცნაური იმაში, რომ მშობელს არ მოსწონდეს მასწავლის პედაგოგიური მიდგომა ან ბავშვის მიმართ მისი დამოკიდებულით იყოს უკმაყოფილო. რისი უფლება აქვს მშობელს, როცა კონკრეტული პედაგოგი მისთვის მიღებელია, შეუძლია თუ არა მასწავლებლის შეცვლა მოითხოვოს და აუცილებელია თუ არა ამისთვის მშობელთა უმრავლესობის მხარდაჭერა.

ამ საკითხებზე ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო“ ისაუბრა.

„გავრცელებული შემთხვევაა, როცა მშობლებს არ მოსწონთ პედაგოგი და მისი შეცვლა სურთ.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ან არ მოსწონთ მასწავლებლის მათი შვილის მიმართ დამოკიდებულება. თვილდნენ, რომ უხეში და დამამცირებელი, ,არა თბილი, არა მზრუნველია ან არ მოსწონდეთ მისი პროფესიული მიდგომა.

ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ უფლება გვაქვს, მოვითხოვოთ ასეთი პედაგოგის მიმართ საკითხის დაყენება - რომ პედაგოგმა შეცვალოს მიდგომა, ან მისი შეცვლა მოვითხოვოთ. ეს ჩვენი უფლებაა და როგორც ერთ მშობელს, ასევე მშობელთა ჯგუფს, შეუძლია სკოლის წინაშე დააყენოს მასწავლებლის საკითხი, რომლის მეთოდოლოგიაც არ მოსწონს, ან არჩევს და დისკრიმინაციულია რომელიმე ბავშვის მიმართ. შეიძლება როგორც მასწავლებელი, მოსწონდეს, მაგრამ პედაგოგი ბავშვებს არჩევდეს და ეს იყოს მიუღებელი მშობლისთვის. მაგალითად, ერთი ბავშვი იყოს ცნობილი ბიზნესმენის შევილი, მეორე არა და ეს იგრძნობოდეს მასწავლებლის განწყობაში. მაგალითად ერთ ბავშვს აპატიოს არცოდნა, მეორეს არ აპატიოს და ა. შ.

ასეთი შემთხვევები პირდაპირი კანონდარღვევაა და მშობელს შეუძლია საკითხის დაყენება. დისციპლინური კომისია განიხილავს ამ შემთხვევას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომისიაში უნდა შედიოდნენ მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

მშობელი მიმართავს ადმინისტრაციას, დირექტორი ვალდებულია საკითხი განიხილოს იმ მშობელთან ერთად, რომელიც დისციპლინურ კომისიაში შედის. თუ პრობლემა ამ დონეზე ვერ მოგვარდა. მშობელს შეუძლია გნათლების სამინისტროს რესურსცენტრს მიმართოს.

რესურცენტრი კი იღებს ზომებს, რომ სკოლამ არ დაარღვიოს ბავშვის უფლებები.“ - ამბობს თამარ კერძაია და იმ მექანიზმებზეც საუბრობს, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი პედაგოგმაც, რომ არაობიექტური პრეტენზიის მსხვერპლი არ გახდეს.