ბავშვის სწორი კვება საფუძველს უყრის ბავშვის სწორ განვითარებას, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდი მნიშვნელობა აქვს.
1 წლის შემდეგ ბავშვები მზად არიან „დააგემოვნონ“ დიდების რაციონი. მაგრამ ბავშვის შეყვანა მოზრდილების საკვებ სამყაროში თანმიმდევრულად უნდა მოხდეს. ბავშვების საჭმლის მომნელებელი ფუნქცია ჯერ არასაკმარისად არის განვითარებული და მხოლოდ 5-6 წლისათვის მათ შეუძლიათ სრულად გადაამუშაონ საკვების ყველა კომპონენტი. ამიტომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის აუცილებელია სწორი სრულყოფილი დაბალანსებული კვება, რის გარეშეც მას შეიძლება, შეიძინოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ამგვარად, ბავშვის ჯანმრთელობა პირველ რიგში, განპირობებულია სწორი კვებით.
განვიხილოთ ბავშვის სწორი კვების 7 ძირითადი პრინციპი:
მშობლები ჯანსაღი და სწორი კვების აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ, თუმცა მისი დაცვა ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო რთულია. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ცოტას ჭამენ ან პირიქით, მადა ძალიან გაზრდილი აქვთ და ბევრს ჭამენ.
ბავშვის საკვების რაოდენობრივად ზომიერად მიღება ხელს უწყობს სრულფასოვნად საკვების გადამუშავებას. სისტემატურად საკვების გადამეტებულად მიღება ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის ჭარბად დაგროვებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და მრავალი დაავადების განვითარებას. ხოლო საკვების დეფიციტი ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს.
სპეციალისტების თქმით, მოზარდს არ შეიძლება კვება ავუკრძალოთ, მაგრამ პედიატრებს დღეში მოხმარებული კალორიების რაოდენობის შესახებ გარკვეული ნორმები მაინც აქვთ.
გოგონები:
ბიჭები:
ცილები მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთებია, რომლებიც ამინომჟავებისგან შედგება და ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს. დიდი რაოდენობით ცილას შემდეგი პროდუქტები შეიცავს: კვერცხი, თევზი (ორაგული), რძე, ხაჭო, ყველი, ქათმის მკერდი, სოია, ოსპი, ბარდა, ლობიო, ქინოა, წიწიბურა, თხილეული, სიმინდი (სიმინდის ფქვილი), ხორბალი (ხორბლის ფქვილი).
ამ პროდუქტების მიღება ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურ რაციონში მნიშვნელოვანია. ცხოველური და მცენარეული ცილების კომბინირებით შესაძლებელია ცილების ბიოლოგიური ღირებულების გაზრდა, რათა ორგანიზმმა ისინი უკეთ გამოიყენოს. მაგალითად, კვერცხისა – კარტოფილთან, მარცვლეულისა – რძესთან, მჭადისა – ყველთან. ოპტიმალურია ერთი მესამედი ცხოველური და ორი მესამედი მცენარეული ცილის კომბინაცია.
თითოეული დასახელებული პროდუქტი დღეს ფართოდ ხელმისაწვდომია, თუმცა მათი ფასი განსხვავდება იმ ობიექტების მიხედვით, სადაც შეიძენთ. გაგაცნობთ საქართველოში ყველაზე იაფი სუპერმარკეტების ქსელის „გვირილას“ ფასებს ცილის შემცველ პროდუქტებზე:
კვების რაციონში ცილებთან ერთად ცხიმები და ნახშირწყლები ჩართეთ. ჯანსაღი ნახშირწყლებთუ თი კი შეგიძლიათ მარცვლეულიდან, ბოსტნეულის და ხილის სახით მისცეთ.