ბევრ სკოლაში დღეს დაიწყო სასწავლო წელი და პატარები პირველად მიუსხდნენ მერხებს. მსახიობი და ტელეწამყვანი თავისი ვაჟის - ილიას ფოტოებს და ვიდეოს ავრცელებს და თან ხუმრობს, რადგან ილია ცნობილია თავისი სიცელქით და მოუსვენრობით.
"საკლასო ოთახში შევიდა და უკანა მერხზე ამ სახით დაჯდა... დევიღუპეთ" - წერს რუსკა.
ილია სკოლაში პირველ დღეს დედამ და მამამ მიაცილეს.