დევნილობა, კორონავირუსის დროს დაკარგული ბავშვი და რუსეთში მოპოვებული აღიარება - ვინ არის თამარ ქუტიძე - მშობლები

დევნილობა, კორონავირუსის დროს დაკარგული ბავშვი და რუსეთში მოპოვებული აღიარება - ვინ არის თამარ ქუტიძე

2023-09-18 21:32:05+04:00

თამარ ქუტიძეს საქართველოში ბევრი უსმენს - ეს სოციალურ ქსელში პერიოდულად გავრცელებული სიმღერების ათეულშიც ჩანს ხოლმე. თუმცა ის რუსულად მღერის ძირითადად და მისი პოპულარული სიმღერებიც, მათ შორის საქართველოში, რუსულ ენაზეა შესრულებული. აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მომღერალი რუსეთში საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობს.

"აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში დავიბადე. დედა თავის დროზე ოზურგეთში გათხოვდა, მამა იქიდან არის, მაგრამ აფხაზეთში ვცხოვრობდით. ორი წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. ქალაქი დავტოვეთ და საცხოვრებლად ოზურგეთში გადმოვედით. თან წამოვიყვანეთ დედას მშობლები. ისინიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. ორი წელი ვსწავლობდი ოზურგეთის სკოლაში, თან მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი, სადაც დედამ შეამჩნია, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. შემდეგ მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად და მთელი ცხოვრება მუსიკას ვსწავლობდი... რუსეთში ბევრ კონკურსებზე გამოვდიოდი, ხშირად პირველ ადგილზე გავდიოდი. პირველი ჩემი სიმღერა იყო Саундтрек моей жизни, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი კომპლიმენტი მივიღე ქართველებისგან. შემდეგი სიმღერა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იყო Докурю и брошу." - ყვება ის ქართველ ჟურნალისტთან ინტერვიუში.

375x375bb-1695189096.jpg

თამარის მამა მომღერალია - ანსამბლ "რუსთავში" მღეროდა. ხოლო დედის ხაზით ნათესავები ასევე მღეროდნენ და უკრავდნენ ინსტრუმენტებზე. "რაც თავი მახსოვს, სულ მუსიკით ვარ დაკავებული. ბავშვობაში სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზეს და იქ შემოქმედებითი ნომერი უნდა შეგვერსულებინა. მაშინ გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა, რომ ცხოვრებას მუსიკას დავუკავშირებდი. მუსიკის გარდა მიყვარს სპორტი, მით უმეტეს, რომ სცენა მავალდებულებს, სულ ფორმაში ვიყო".

m1000x1000-1695189097.jpg

ბავშვობაშივე დაიწყო სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფთან თანამშრომლობა. 2009 წელს დაასრულა თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი მოსკოვში, საესტრადო განხრით. მონაწილეობდა და იმარჯვებდა კონკურსებზე, არის რუსულია "ახალი ხმის" ვარსკვლავი და უკვე წლებია, საქმიანობს როგორც სოლომომღერალი, დადის ფესტივალებზე და პარალელურად ვოკალის პედაგოგადაც მუშაობს.

262151143-0-0-3072-2048-1920x0-80-0-0-63d6e5e78f93bc0bea22d220341ab64e-1695189097.jpg

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, დაქორწინებულია, ისრაელის მოქალაქეა მისი ქმარი და ოჯახი ფაქტობრივად სამ ქვეყანაში ცხოვრობს - რუსეთში, საქართველოში და ისრაელში. თამარი ხშირად ჩამოდის საქართველოში და კოლეგებსაც ხვდება, ახლობლების გარდა. "საქართველოში ბევრი ნათესავი მყავს, თბილისში, მესტიაში, ოზურგეთში. საქართველო ძალიან მიყვარს, ასეთი თბილი ხალხი არსად არ ცხოვრობს".

1080x1350-0xac120003-6840860631644606143-1695189096.jpg

კორონავირუსის დროს მის ცხოვრებაში მტკივნეული ფაქტი მოხდა, რომელმაც მასზე დიდი კვალი დატოვა. მომღერალს, რომელიც მაშინ პირველ შვილზე იყო ორსულად, ვირუსი შეხვდა და ბავშვი დაკარგა. მოგვიანებით სადებიუტო ალბომს უწოდა "ევა" - სახელი, რომელიც სურდა დაერქმია დაუბადებელი გოგონასთვის. მოგვიანებით, "ახალი ხმის" ჩაწერის პერიოდში გაირკვა, რომ კვლავ ორსულად იყო და 2022 წლის თებერვალში გახდა დედა. მას ევა დაარქვა.

baby1-1695189097.jpg

დაათვალიერეთ თამარ ქუტიძის ფეშენებელური სახლი სოჭში