ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ატარებს კონცერტებს. ამჯერად მადრიდს სტუმრობდა, სადაც პატარა შარლოტაც ახლდა და ქალიშვილი კულისებში ელოდა დედას.
შარლოტა ბუნებრივ კვებაზეა და პიანისტი ყველანაირად ცდილობს, სამსახური და დედობა მაქსიმალურად შეუთავსოს ერთმანეთს. სანამ არ ჩათვალა, რომ შარლოტა მზად იყო, მანამდე სცენაზეც არ გასულა. ეს ბოლო პერიოდი კი აქტიურად გამოჩნდა კონცერტებსა და საჯარო ღონისძიებებზე და შესანიშნავ ფორმაშია მშობიარობის შემდეგ.