მოდელი და დიზაინერი, თბილისის მერის მეუღლე, 4 შვილის დედა ანუკი არეშიძე პატარა ინციდენტზე წერს, რომლის გამოც ხელი სპეციალური ფიქსატორით აქვს დაკავებული:
"მოკლედ, ხელზე ბევრი მწერთ, ვარჯიშზე მივდიოდი, წვიმიანი დილა იყო, ენერგიულად მივაბიჯებდი, ვინც იცით ჩემი სიარული, ადვილად წარმოიდგენთ ნაბიჯების სიდიდეს, ამიტომ როგორც კი დაღმართზე დავეშვი, ბოტასმა ვერ გაუძლო და ავსრიალდი, მემარცხენე ვარ და მთლიანი ტანით მარცხენა ბეჭზე დავეცი, რამდენიმე წამი დავყოვნდი, წვიმიან ცას ვუყურებდი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მაინც ვივარჯიშე, ის დღე აქტიურად გავატარე, არ ვიმჩნევდი ტკივილს, რომელიც საღამოს უფრო ძლიერად დამეწყო, ახლა ცოტა შემეცვალა რეჟიმი, მაგრამ ვცდილობ ვადაპტირდე და ჩემი ზარმაცი მარჯვენა ხელი ცოტა მაინც გამოვაფხიზლო. 4 კვირა ასე ვიქნები..."