"უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვი, სავარაუდოდ დედ-მამას აშველებდა და იმ დროს დაზიანდა" - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი? - მშობლები

"უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვი, სავარაუდოდ დედ-მამას აშველებდა და იმ დროს დაზიანდა" - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

2023-09-26 13:08:20+04:00

26 სექტემბერს, გამთენიას, ქალაქ ბოლნისში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ბავშვი ცდილობდა მოჩხუბარი მამის გაჩერებას, რა დროსაც მან დაზიანება ფეხის არეში მიიღო, საბედნიეროდ, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რაც შეეხება მამაკაცს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბატონ დიმიტრი მოდებაძეს: განაგრძეთ კითხვა