ტრაგედია მოხდა ქალაქ ბოლნისში, სადაც 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ბავშვი ცდილობდა მოჩხუბარი მამის გაჩერებას, რა დროსაც მან დაზიანება ფეხის არეში მიიღო, საბედნიეროდ, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რაც შეეხება მამაკაცს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. იოანე კაზაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდებოდა. ადგილობრივების ცნობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლა მოკლულ ქალს სურდა, ქმარი კი, რუსეთიდან საქართველოში ახალი ჩამოსული იყო.
AMBEBI.GE მოკლული ქალის, ნაზი ამბარცუმიანის ახლობლებს ესაუბრა: განაგრძეთ კითხვა