"ისიც იქ მკურნალობს და ზუსტად იმ პროცესს გადის..." - გია ბურჯანაძე და სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს ერთ კლინიკაში ებრძვიან - მშობლები

"ისიც იქ მკურნალობს და ზუსტად იმ პროცესს გადის..." - გია ბურჯანაძე და სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს ერთ კლინიკაში ებრძვიან

2023-09-27 12:27:20+04:00

რამდენიმე დღის წინ, გია ბურჯანაძემ ფართო საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობ ის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. მათი შეხვედრა მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა. ამის შესახებ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე გვიყვება.

მისი თქმით, სოსო ჯაჭვლიანს ისევ ქიმიოთერაპიის კურსი უტარდება და სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, თბილისში დაბრუნდეს.

დავით ლორთქიფანიძე: სოსო ისევ თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, მორიგი ქიმიოთერაპია გაუკეთეს და დაახლოებით, 10-11 ოქტომბრისთვის ელიან, რომ შემდგომი შემოწმება გაიაროს და ამის შესაბამისად გადაწყდება, შეძლებს თუ არა თბილისში ჩამოფრენას და ცოტა ხანს აქ ყოფნას. მოგეხსენებათ, იქ ცხოვრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თან აუცილებელია, რომ გარემო შეიცვალოს. განაგრძეთ კითხვა