2022 წლის სექტემბერში გაიგო საზოგადოებამ, რომ ცნობილი "კერკეტი კაკალი" ბრიუს უილისი სამსახიობო კარიერას ასრულებს დემენციის გამო, რომელიც თავდაპირველად ტექსტების დამახსოვრების პრობლემის სახით გამოვლინდა და მას მუშაობაში შეუშალა ხელი. ნელ-ნელა დაავადება პროგრესირდა და მას უკვე გადაადგილებაც უჭირს დახმარების გარეშე. ოჯახის წევრები, ცოლი, შვილები პირველი და მეორე ქორწინებიდან და დემი მურიც კი - მისი პირველი მეუღლე, ხშირად არიან მის გვერდით და ცდილობენ, ოჯახური გარემო და სიყვარული სულ ჰქონდეს, მკურნალობა და მედიკამენტებიც არ აკლია, თუმცა დაავადებას არაფერი შველის.
ოჯახის წევრებს აღარ აქვთ უკეთესობის იმედი. ამბობენ, რომ ბრიუსი უკვე ცოლ-შვილსაც ვეღარ ცნობს და ამ ყველაფერს, მეუღლის ფიზიკურად მოვლის სირთულეებთან ერთად, უკვე ძნელად უმკლავდება. "ძალიან დიდი ძალისხმევის გამოჩენა მიწევს ყოველდღე, რომ ცხოვრების ხალისი შევინარჩუნო რამენაირად. ამას ვაკეთებ ჩვენთვის, ჩემი და ბრიუსის შვილებისთვის... ყოველდღე მაქვს დეპრესიული მომენტები და ჩემი ცხოვრება სევდით არის სავსე", - გაანდო ემა ჰემინგმა ჟურნალისტებს თავისი დარდი.