მოქალაქეთა კითხვებს, რომლებიც ძირითადად, ოჯახურ დავებს ეხება, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს:
- ძალიან ზოგადი კითხვაა, ზოგადი გარემოების აღწერით, თუ საცხოვრებელი გადმოგეცათ როგორც დევნილებს, მხოლოდ ერთ პირს არ გადაეცემოდა, უნდა ყოფილიყო აღწერა, თუ ვისზე იყო გათვლილი კონკრეტული საცხოვრებელი, ვინაიდან ისე გამოდის, რომ თქვენ ისევ დაუბინავებელი რჩებით და საცხოვრისით მხოლოდ ერთი პირი სარგებლობს. როგორც წესი, აღნიშნული ბინის თანამესაკუთრეებად უნდა ასახულიყავით თქვენც და თქვენი შვილიც.
- მშობლის უფლების ჩამორთმევის წინა პირობები განსაზღვრულია კანონით და ხდება მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის გზით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ არა კანონით დადგენილი წინა პირობები, რის გამოც მშობელს უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება. უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ მამობის ჩამორთმევა. თუმცა პრაქტიკაში უფრო მიღებულია მშობლის უფლების შეზღუდვა, რომელიც ასევე სასამართლოს გზით ხდება. მშობლის უფლების შეზღუდვა არ გართმევთ ალიმენტის მოთხოვნის უფლებასაც.
- საზღვარგარეთ არასრულწლოვანი შვილების გაყვანისთვის, საზღვრის კვეთისათვის საჭიროა ორივე მშობლის ნებართვა, თუკი ერთ-ერთი მშობელი არ არის თანახმა ბავშვის პასპორტის აღებასა და საზღვარგარეთ გაყვანაზე, მეორე მშობელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა. აღნიშნულ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
- მშობელს შეუძლია მთელი ქონება აჩუქოს ვისაც უნდა, იქნება ის შვილი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე. რაც შეეხება მემკვიდრეობას, ამ შემთხვევაშიც შეუძლია უანდერძოს სრული ქონება ერთ შვილს ან საერთოდ სხვას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შვილი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრედ ითვლება, შვილს, პირველი რიგის მემკვიდრეს, შეუძლია მოითხოვოს სავალდებულო წილი.