"გუშინ მნიშვნელოვანი დღე გვქონდა. ახლა ლუკას ნათლია ვარ. მადლობა ნდობისთვის. მიყვარხართ" - წერს მომღერალი ქეთა თოფურია და ფოტოს ავრცელებს. როგორც ირკვევა, მან თავისი კოლეგის, ცნობილი რუსი მომღერლის ოლგა სერიაბკინას ვაჟი მონათლა.
ოლგა სერიაბკინა, ჯგუფ SEREBRO-ს ყოფილი წევრი, რომელიც მოგვიანებით Molly-ს ფსევდონიმით გამოჩნდა სცენაზე, საკმაოდ სკანდალური პირადი ცხოვრების შემდეგ 2020 წელს გაჰყვა ცოლად რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ გიორგი ნაჭყებიას, რომელიც რუეთში ძირითადად პროდიუსერობით არის დაკავებული და ცნობილ მომღერლებს გასტროლებს და კონცერტებს უგეგმავს. ასევე მუშაობს აიტი სფეროში და სტარტაპების ინვესტირებით არის დაკავებული.
წყვილს 2021 წელს ეყოლა ვაჟი ლუკა, რომელიც ახლა მონათლეს და ნათია სწორედ ქეთა თოფურიაა.