როგორც მსახიობი ნატო ებანოიძე ამბობს, ეს მისი გულახდილი ინტერვიუა. როგორ შექმნა საკუთარი პერსონაჟი სერიალში "სიყვარულს მიღმა", რა არის მისი სავიზიტო ბარათი, როგორი ადამიანები აკვირვებენ, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს და როდის უწევს ტყუილის თქმა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ...1972 წლის 17 თებერვალი.
- ...ადრეულ ბავშვობაში მსურდა ბიბლიოთეკაში მემუშავა, მერე ექიმობა მინდოდა, ბოლოს კი მსახიობის პროფესიამ დამაინტერესა. ექიმობა ძალიან მომწონდა, მაგრამ სხვა რომ ზიანდებოდა, ამის მეშინოდა; აი, საკუთარ თავზე პროცედურებს მარტივად ვიტარებდი. მაგალითად, ხელი თუ გამეკაწრებოდა, ნაიარევს თავად ვუვლიდი, მაგრამ მალევე მივხვდი, ჩემგან ექიმი არ გამოვიდოდა.
- ზუსტი ასაკი არ მახსოვს. სულ რომელიღაც პერსონაჟს ვთამაშობდი, სულ ვმღეროდი და ვცეკვავდი, თუმცა არც ცეკვაზე და არც სიმღერაზე არავის ვუტარებივარ, მუსიკალური ათწლედი კი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით. ძალიან კარგი, ლაღი ბავშვობა მქონდა, შემდეგ კი რთული 90-იანების პერიოდი დაიწყო.
- ...არის, როცა მიწიდან ოდნავ აწეული ხარ, ნაბიჯებს ადგამ, მაგრამ არა მიწაზე, ოდნავ ზემოთ; ცოტათი შეკუმშული ხარ, ცოტათი მეტად იპრანჭები, თვალები გიჟუჟუნებს, ადამიანები უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე გიყვარდა და გარშემო ყველაფერი მოგწონს.
- ...16 წლის ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ დაჭერობანას ვთამაშობდი (იცინის). შემიყვარდა ბიჭი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა. სკოლა რომ დავასრულე, იმ წელსვე ჩავაბარე და გავთხოვდი. მალე პატარა ბავშვს პატარა შვილი მყავდა. დღეს იმ პერიოდის ფოტოებს რომ ვუყურებ, ამას უფრო მძაფრად აღვიქვამ. ამ ასაკში ოჯახის შექმნა ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხელს მიწყობდნენ, სტუდენტობის წლებში მაინც ბევრ რამეს დავაკლდი.
- 11 წლის იყო ჩემი შვილი, მეუღლეს რომ დავშორდი, შემდეგ ოჯახი მეორედ შევქმენი, მაგრამ ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ. ჩვენ სულ ვმეგობრობდით, მაგრამ თანაცხოვრება არ გამოგვივიდა. მეგობრობასა და თანაცხოვრებას შორის დიდი განსხვავებაა. განაგრძეთ კითხვა